თუ უკრაინაში ომის შესაწყვეტად პროგრესი უახლოეს დღეებში არ იქნება, აშშ შესაძლოა პროცესს გამოეთიშოს

23 hours ago 4

ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს უხლოეს დღეებში დარწმუნდეს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ზავის მიღწევა შესაძლებელია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესში მონაწილეობის გაგრძელებაზე უარს იტყვის. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ჟურნალისტებს დღეს, 18 აპრილს განუცხადა პარიზიდან გამგზავრების წინ.

17 აპრილს მარკო რუბიომ და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენლებმა, კით კელოგმა და სტივ უიტკოფმა პარიზში შეხვედრები გამართეს უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან.

რუბიოს თანახმად, აშშ-ს სურს სწრაფად, ამ დღეებში გაარკვიოს, რამდენად რეალურია სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უახლოეს რამდენიმე კვირაში, რადგან თუ ეს შესაძლებელია, მონაწილეობას გააგრძელებს და თუ არა, აქვთ სხვა პრიორიტეტებიც, რომლებზეც კონცენტრაციაა საჭირო.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე 87 დღეა ყველაზე მაღალ სამთავრობო დონეზე მიმართავს ძალისხმევას ომის დასასრულებლად და დადგა მომენტი, როცა უნდა გადაწყვიტონ, შესაძლებელია თუ არა ამის მიღწევა.

მარკო რუბიოს თქმით, უკრაინის ომი საშინლებაა, მაგრამ ის არ არის ამერიკის ომი, შეერთებული შტატები უკრაინას სამ წელზე მეტხანს ეხმარებოდა და სურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს.

სრულად წაკითხვა