ია ანთაძე: დასრულდა ჩემი თანამშრომლობა საზოგადოებრივ მაუწყებელთან

1 day ago 4

ჟურნალისტი ია ანთაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლზე მისი პროექტი დახურეს და ამით „დასრულდა მისი თანამშრომლობა საქართველოს პირველ არხთან“. ამის შესახებ ის „ფეისბუკში“ წერს.

„რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მას ჩემი არჩევანის, ჩემი პასუხისმგებლობის ბუნებრივ შედეგად აღვიქვამ“, - აცხადებს ია ანთაძე.

ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში 2017 წლის იანვარში დასაქმდა, მას შემდეგ, რაც ვასილ მაღლაფერიძე გახდა არხის დირექტორი. 6 იანვარს არჩეულმა მაღლაფერიძემ ანთაძე თავის მრჩევლად 13 იანვარს წარადგინა.

ვასილ მაღლაფერიძის არჩევას სამოქალაქო სექტორი კრიტიკით შეხვდა, რადგან ის მანამდე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის (GDS) ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მაღლაფერიძის არჩევის შემდეგ მაუწყებელზე დასაქმდა GDS-ის არაერთი თანამშრომელი.

მოგვიანებით ანთაძე ე.წ. სუპერდესკის ერთ-ერთი წევრი გახდა. ამ ჯგუფს უნდა ემართა არხის სარედაქციო პოლიტიკა.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა