იანვრის შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა ყველა ფრონტზე - PACE-ს თანამომხსენებელი საქართველოზე

4 months ago 48

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებელი საქართველოს საკითხიზე, პორტუგალიელი პარლამენტარი ედიტ ესტრელა აცხადებს, რომ 2025 წლის იანვრიდან - როდესაც „ქართული ოცნების“ დელეგაციის უფლებამოსილება შეზღუდული უფლებებით ცნეს, - ვითარება გაუარესდა.

„სამწუხაროდ, ვითარება იანვრის შემდეგ არ გაუმჯობესებულა, არ არის არანაირი პროგრესი ჩვენი ასამბლეის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

ესტრელამ, რომელიც წარმოადგენს „სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების ჯგუფს“, ასევე განაცხადა:

„ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა პრაქტიკულად ყველა ფრონტზე“.

საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე დღეს 13:00 საათისთვის დაიწყო საქართველოს საკითხისა და მორიგი რეზოლუციის განხილვა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) რეზოლუციის პროექტი კვლავ არაერთ ასპექტში აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ და ამბობს:

„დემოკრატიული უკუსვლა ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას“.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ქართული ოცნების“ „დემოკრატიული უკუსვლა“ - „ხელს ვერ შეუწყობს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას, - თუკი ისინი დაესწრებიან ასამბლეის სესიას სამომავლოდ.

ამასთან, რეზოლუციის პროექტით, ასამბლეა აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში მონაწილეობა „დელეგაციის არა არჩევანი, არამედ ვალდებულებაა“.

სრულად წაკითხვა