სააგენტო "პარალელი"
“იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია, რომ დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა და ეს ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოდგენილი” – ანდრო ჭიჭინაძე
პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, ანდრო ჭიჭინაძე სასამართლო სხდომაზე მოსამართლეს მიმართავს, რომ არ განიხილოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები:
,,ჩემი აზრით, არ უნდა დაუშვათ შს სამინისტროს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმები, რაც წარადგინა ბრალდების მხარემ.
იქიდან გამომდინარე, რომ არც მე და არცერთი ადამიანი, ვისაც აქ ხედავთ, არც არის ნახსენები ამ გამოკითხვაში.
აქედან გამომდინარე, როგორც პოლიციელები დაზიანდნენ აქციაზე, ისე დაზიანდნენ აქციის მონაწილეები. იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია, რომ დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების, პირობითად, ცემა და ეს ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოდგენილი”, – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე
“იგივე ლოგიკით, ვიღაცას შეუძლია, რომ დაგვაბრალოს აქციის მონაწილეების ცემა და ეს ისეთივე ნონსენსი იქნება, რაც ამ შემთხვევაში ბრალდებას აქვს წარმოდგენილი” – ანდრო ჭიჭინაძე
პარალელი