“ივანიშვილი იკეთებს თავისთვის კუნძულს – ასე ფიქრობს ეს პარანოიკი ადამიანი” – ლევან ხაბეიშვილი

1 week ago 12

,,გამარჯვების კოალიციის’’ ერთ-ერთი ლიდერი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, ე.წ. “ოფშორის კანონთან” დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე:

,,ივანიშვილი იკეთებს თავისთვის კუნძულს – ასე ფიქრობს ეს პარანოიკი ადამიანი. მას ჰგონია, რომ საკუთარ კუნძულს გაიკეთებს და საქართველოს მოქალაქეებს არაფერს არ დაეკითხება.

ცხადია ასე არ გამოვა და შესაბამისად, ხალხი ვინც, ამ კანონს მხარს უჭერს უნდა ესმოდეს, რომ არ ემსახურება საქართველოს მოქალაქის ინტერესებს, არამედ რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს ატარებენ.

წარმოუდგენელია მილიარდობით ,,შავი ფულის’’, გაუკვეველი წარმომავლობის ფულის შემოტანა უნდოდეს ისე, რომ ლარი არ გადაიხადოს ბიუჯეტში’’, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

სრულად წაკითხვა