ივანიშვილი ცდილობს, ნორმად დაამკვიდროს ვითარება, სადაც გამოხატვის უფლებით სარგებლობა კრიმინალად ითვლება – ფედერალისტები

2 days ago 2

01.05.202601.05.2026

“ფედერალსტები” ეხმაურებიან მწერალ ბექა ლოხიშვილისთვის 15-დღიანი პაიტმრობის შეფარდებას ფეისბუქპოსტის გამო. პარტიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატო თავმდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამით “კორუმპირებულ ხელქვეითებს” კრიტიკისგან იცავს.

“ივანიშვილის რეჟიმმა ფეისბუქპოსტის გამო მწერალ ბექა ლოხიშვილს 15- დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ივანიშვილი ცდილობს ქართველებს წაგვართვას ბუნებითი უფლებები და ჩაკლას თავისუფლება, რომელსაც საქართველოს ჰიმნით განვადიდებთ.

თავისუფალი საზოგადოება და სახელმწიფო ემყარება რწმენას, რომ თითოეულ ინდივიდს აქვს ხელშეუვალი უფლებები, რომლის ხელყოფის უფლებაც არცერთ ხელისუფალს არ აქვს.

საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს სრული კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გამოხატოს ნებისმიერი მოსაზრება ისე, რომ შურისძიებისა და დევნის არ ეშინოდეს.

ივანიშვილი კი ცდილობს, ნორმად დაამკვიდროს ვითარება, სადაც გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა კრიმინალად ითვლება, ხოლო კონსტიტუციის სრული დარღვევით კანონმორჩილი მოქალაქეების დატყვევება – მართლმსაჯულებად.

თანაც, ამ გზით თავის კორუმპირებულ ხელქვეითებს იცავს, რათა ხალხის ძარცვისა და დევნის პასუხად, მოქალაქეს მათი კრიტიკის უფლებაც არ ჰქონდეს.

ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ეს ქვეყანა არა ივანიშვილს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს გვეკუთვნის, ვიკრიბებით 26 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

მხოლოდ მტკიცე და საყოველთაო პროტესტით დავამარცხებთ ერის მოღალატე რეჟიმს და ქვეყნის ბედს საქართველოს მოქალაქეების ხელში დავაბრუნებთ. დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!”, – წერია პარტიის განცხადებაში.

დღეს, პირველ მაისს, ცნობილი გახდა, რომ მწერალ ბექა ლოხოშვილს ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე ზვიად ცეკვავამ. გავრცელებული ინფორმაციით, მას ედავებოდნენ ფეისბუქზე დაწერილი პოსტით პოლიციელების შეურაცხყოფას. ამგვარ ქმედებას არეგულირებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომელიც სახდელის სახით ითვალისწინებს როგორც დაჯარიმებას, ასევე 60 დღემდე პატიმრობას. გასულ წელს მიღებული ცვლილებებით კი ამ მუხლის განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლის კვალიფიკაციას იძენს.

სრულად წაკითხვა