ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილსა და პარლამენტის ხუთ დეპუტატს მანდატი გაუუქმდათ 

1 week ago 8

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა დაეთანხმა მათი რვა თანაგუნდელის მოთხოვნას, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტსი გაუქმებოდათ სადეპუტატო მანდატები. კენჭისყრა დღეს, 10 დეკემბერს ჩატარდა.

საპარლამენტო მანდატები გაუუქმდათ პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილსა და მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეს.

მანდატების შეწყვეტის დადგენილების წინააღმდეგი არავინ ყოფილა:

  • ირაკლი კობახიძე - 78 მომხრე;
  • მაკა ბოჭორიშვილი - 79 მომხრე;
  • ანრი ოხანაშვილი - 77 მომხრე;
  • დავით სონღულაშვილი - 76 მომხრე;
  • მარიამ ქვრივიშვილი - 81 მომხრე;
  • ბიძინა ივანიშვილი - 74 მომხრე;
  • ირაკლი ღარიბაშვილი - 78 მომხრე ;
  • მიხეილ ყაველაშვილი - 75 მომხრე.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა