იმ ხალხს, ვინც უკრაინაში იბრძვის, ერთხელ ვიღაცამ პირდაპირ უნდა უთხრას, რომ სინამდვილეში არანაირი გმირები ისინი არ არიან – ზვიად ავალიანი

1 hour ago 4

წაკითხვა: 2

იმ ხალხს, ვინც უკრაინაში იბრძვის და ამის გამო თავს უფლებას აძლევს მარჯვნივ და მარცხნივ შეურაცხოფა მიაყენოს და დაემუქროს ყველას, ვინც თვალში არ მოსდის, ერთხელ ვიღაცამ პირდაპირ უნდა უთხრას, რომ სინამდვილეში არანაირი გმირები ისინი არ არიან.”– წერს სოციალურ ქსელში POSTV-ის ჟურნალისტი ზვიად ავალიანი.

“სხვათა შორის, კიდევაც რომ იყვნენ გმირები, ესეც კი არ იძლევა კანონის და ეთიკის ნორმების დარღვევის უფლებას, მაგრამ აქ გმირობასთან საქმე ნამდვილად არ გვაქვს: როდის აქეთ იყო, რომ სხვა ქვეყნის ჯარში მებრძოლი ადამიანი თავის სამშობლოში გმირად ითვლებოდა, როცა თავად ეს სამშობლო ომში არმონაწილეობას ირჩევს?

პირიქით – როცა ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობა თვლის, რომ ომში ჩართვა ქვეყნას შეიძლება სახელმწიფოებრიობის დაკარგვად დაუჯდეს, ასეთ დროს ნებისმიერი ინდივიდუალური საბრძოლო ინიციატივა ზრდის ქვეყნის ომში ჩათრევის რისკს და ამის გამო უფრო პროვოკაციაა, ვიდრე გმირობა.

P.S. – თუ ვინმე თვლით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია ომში არმონაწილეობასთან დაკავშირებით არასწორია ან არ ასახავს საზოგადოების უმრავლესობის ნებას, კეთილი ინებეთ, გამოდით თქვენი საომარი პოზიციით არჩევნებზე და თუ ხალხი მხარს დაგიჭერთ, აი მერე გექნებათ უფლება შემოიხვიოთ საქართველოს დროშა და ისე იბრძოლოთ.
მანამდე კი, სანამ ეს არ მომხდარა, თქვენ სხვის ომში იბრძვით, მეგობრებო.

ჰოდა კიდევ, აქვე იმასაც გეტყვით, რომ სხვის ომში მებრძოლებს არც ერთ ქვეყანაში არ სცემენ ისეთ პატივს, როგორც საქართველოში, მაგრამ მოდით, მთლად თავშიც ნუ აგივარდებათ რა!”- წერს ზვიად ავალიანი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა