„ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ ადგილი ჰქონდეს არხის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ აქტს. შესაბამისად, უკვე მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებსაც. ვადგენთ ხარვეზის მიზეზებს“, - აცხადებენ „იმედში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ საქმის გამოძიება დაიწყეს საბოტაჟის მუხლით.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, საბოტაჟი ასე განიმარტება: „საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა“. ამისთვის ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

1 month ago
19







English (US) ·
Georgian (GE) ·