“იმედის” რუხაძემ, მე ვერ დამასანქცირებენ, ამერიკის მოქალაქე ვარო. მასე ეგონა საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილსაც“ – რომან გოცირიძე

6 hours ago 2

რომან გოცირიძე ირაკლი რუხაძის ინტერვიუს იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც ,,იმედის” მეპატრონე საუბრობს, რომ ამერიკა ვერ დაასანქცირებს:

“იმედის” რუხაძემ, მე ვერ დამასანქცირებენ, ამერიკის მოქალაქე ვარო. მასე ეგონა საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილსაც.

ერთი თვის წინ, როცა ევროკავშირმა სანქციების მე-15 პაკეტი დაამტკიცა, მოხდა პირველი პრეცედენტი-დასანქცირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნის ( ნიდერლანდების) მოქალაქე და მისი კომპანია, რომელიც რუსული ნავთობით ვაჭრობისათვის დაწესებულ სანქციებს არღვევდა.

ირაკლი რუხაძეს ვერ დაიცავს ამერიკის მოქალაქეობა, ისევე როგორც ივანიშვილი ვერ იხსნა საფრანგეთის მოქალაქეობამ. ამერიკის მოქალაქეობა შესაძლოა უფრო მძიმედ დაუჯდეს. მოქალაქეობა მხოლოდ პრივილეგია არ არის, პასუხისმგებლობაცაა.

რა მოუვიდა “ტელეგრამის” მეპატრონეს, მილიარდერ პაველ დუროვს საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ, უნდა იცოდეს ბიძინას ირაკლიმ-ფრანგულ ციხეში ამოყო თავი. ახლა შინაპატიმრობაშია.“

სრულად წაკითხვა