ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გააჩერეს გერმანიიდან და ეგვიპტიდან შემოტანილი ქათმის გაყინული ხორცით და ტკბილი კარტოფილით (ბატატი) დატვირთული ავტომობილები.
სასაზღვრო-საკარანტინო შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტკბილი კარტოფილის 70% საკვებად უვარგისი იყო, "რის შედეგადაც ტვირთი სრულ განადგურებას დაექვემდებარა".
27 000 კილოგრამი ქათმის გაყინული ხორციდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პათოგენური მიკროორგანიზმი - სალმონელა გამოვლინდა. შესაბამისად, გაყინული ქათმის ხორცი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
სალმონელა უჯრედშიდა ბაქტერია, რომლითაც შეიძლება ადამიანის ინფიცირება, ინფექციები, რომლებსაც სალმონელა იწვევს, მწვავე გასტროენტერიტისა და დიარეის ფორმით ვლინდება.