მსოფლიოს ყველაზე ჩაკეტილ ქვეყანაში, ჩრდილოეთ კორეაში ცნობილი მოგზაური, სოსო ნებიერიძე სამოგზაუროდ წავიდა
როგორც სოსო სოციალურ ქსელში წერს, ის უკვე ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში იმყოფება.
გამომწერებს მან ფხენიანიდან პირველი სელფიც გაუზიარა.
"ეგაა, ჩამოვედი, ფხენიანში ვარ", - წერს მოგზაური.
მისი თქმით, ინტერნეტი მხოლოდ სასტუმროს მისაღებში, თუმცა მისი გამოყენებისთვის რიგში დგომაა საჭირო.
"ინტერნეტი მხოლოდ სასტუმროს მისაღებშია, უნდა იყიდო 10-10 წუთიანი სესიები და რიგში მანდ მარტო ერთი საათი ვიდექი. ვიყიდე და ძლივს ერთი ფოტო ავტვირთე, სხვას ვერაფერს იზამ ამ ინტერნეტით, ძალიან ცუდად მუშაობს. სხვა მხრივ, ყველაფერი ჯიგრულადაა", - წერს სოსო ნებიერიძე.