ირაკლი გილაური ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა

4 weeks ago 10

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბიზნესჯგუფის, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის სატრანზიტო როლს და დაკავშირებადობის ფუნქციას...

ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რაც ეკონომიკური ზრდისა და ბიზნესის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა“, - წერია პრესსამსახურის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ შეხვედრას ესწრებოდა „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გილაური.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

რადიო თავისუფლება შეხვედრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა „საქართველოს კაპიტალის“ მედიასთან კომუნიკაციის ჯგუფს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალა განახლდება

სრულად წაკითხვა