პრესსამსახურის ცნობით მხარეებმა განიხილეს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. “პრემიერ-მინისტრმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ” - ნათქვამია პრეს-რელიზში.
თავად ირაკლი კობახიძემ X-ზე დაწერა, რომ ალან ბერსესთან შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.
„შეხვედრისას ხაზი გავუსვი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ევროპული ინტეგრაციის გზაზე დემოკრატიული რეფორმების პროცესის ხელშემწყობ ფაქტორს. შეხვედრისას დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა და გავაგრძელოთ აქტიური დიალოგი“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძისა და ალან ბერსეს შეხვედრა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ჩატარდა. მანამდე, ამავე ფორუმის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს და ილჰამ ალიევს შეხვდა.