ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის გაშვებას გეგმავს

1 month ago 13

წაკითხვა: 2

ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით, წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი პრემიერის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გაშვებას გეგმავს და მის ნაცვლად, იაპონიაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ ლეჟავას დანიშვნას აპირებს.

ამის შესახებ ტაბლიაშვილმა მის ვიდეობლოგში ისაუბრა.

“მაღალი ალბათობით, ბიძინა ივანიშილი შეელევა ირაკლი კობახიძეს. ირაკლი ღარიბაშვილს ის არ მიუბრუნდება, ირაკლი ღარიბაშვილის მესამედ მოსვლა არ მოხდება. ამავე წყაროს ინფორმაციით, სწორედ ამ ახალ პრემიერს დაანიშნინებს ახალ არჩევნებს.

ბიძინა ივანიშვილის კარზე განიხილავენ ამ ახალი არჩევნების დანიშვნას ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. მეორე ვერსიით, მომავალი წლის გაზაფხულზე, აპრილ-მაისში”- განაცხადა ირაკლი ტაბლიაშვილმა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა