წაკითხვა: 35
ირინა სარიშვილი ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის გამო შესაძლოა დაჯარიმდეს, ან 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდოს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:
“აი ვინმეს რომ ეთქვა 63 წლის ასაკში წვრილმანი ხულიგნობისთვის დაგიჭერენო, ხოდა ამასაც მოვესწარი: დღეს საქალაქო სასამართლოში ჩამბარდა ოქმი, რომელშიც წერია რომ შსს-ს ინიციატივით, ა. წ. 30 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება სასამართლო პროცესი ჩემ წინააღმდეგ, საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, რომელშიც შეურაცხყოფა მიმიყენებია თამარ ბაგრატიონისთვის (მ.ყ.-ს მეუღლე) და ფბ მომხმარებელ ვინმე ავრორა ბებიასთვის, რითაც გამომიწვევია საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა. სასჯელი ითვალისწინებს პატიმრობას ან ჯარიმას. არც ვიცი რა ვთქვა”- წერს ირინა სარიშვილი და იმ პოსტს აქვეყნებს, რაზეც საქმის წარმოება დაიწყო სასამართლომ.
ScreenshotMultimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს
multimedia.ge ახალი ამბები