იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ნაპოლი ფიორენტინას დაუპირისპირდება, სადაც დიდი ალბათობით ვერ ითამაშებს ხვიჩა კვარაცხელია.
აღნიშნულის შესახებ გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ განაცხადა.
“იქნება თუ არა პოლიტანო? არა, ბოლო ერთი კვირაა ბევრი შეფერხებები გვაქვს. ასევე გვაკლია კვარაცხელია, რომელსაც მუხლის ტრავმა ჯერ ბოლომდე არ მოუშუშებია.”
როგორც იწერება, კვარაცხელიას ნაცვლად მარცხენა ფლანგზე ლეონარდო სპინაცოლა დადგება, ხოლო პოლიტანოს ნაცვლად კი დავიდ ნერეში ითამაშებს.
Post Views: 2