ისრაელის სამხედროებმა 14 ოქტომბერს განაცხადეს, რომ "წითელ ჯვარს" პალესტინელებმა ღაზის სექტორში გადასცეს ორი წლის გატაცებული კიდევ ოთხი მძევლის ცხედრები.
"წითელი ჯვრისგან" მიღებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილი მძევლების ოთხი კუბო მათ მეურვეობაში გადაეცათ და ღაზის სექტორში ისრაელის არმიას
და უსაფრთხოების ძალებს გადასცეს”, - წერია სამხედროების განცხადებაში.
AFP-ი იუწყება, რომ ცხედრები მოგვიანებით ისრაელში გადაიტანეს და მათ ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.
ისრაელმა ჰამასს (აშშ-სა და ევროკავშირში აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად), შეთანხმების შესაბამისად, დარჩენილი დაღუპული მძევლების ცხედრების გადაცემა მოსთხოვა.
ამ ეტაპისთვის რვა ცხედარია გადაცემული. ისრაელი მოელის კიდევ 20 მძევლის ცხედრებს.
ღაზის საავადმყოფო ავრცელებს ინფორმაციას, რომ მიიღო 45 პალესტინელის ცხედრები, რომლებიც ისრაელმა გადასცა. ეს აქტიც ღაზაში ომის დასრულების ტრამპისეული გეგმის და შეთანხმების ნაწილია.
14 ოქტომბერს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, ისრაელმა საჰაერო დარტყმა განახორციელა. პალესტინის საინფორმაციო სააგენტო Wafa-ს ცნობით, ქალაქ ღაზის შეჯაიას რაიონში დრონებით თავდასხმას სამი პალესტინელი ემსხვერპლა. ისრაელის არმიის თანახმად, რამდენიმე ადამიანი ისრაელის პოზიციებს მიუახლოვდა და ჯარისკაცებს “საფრთხე შეუქმნეს”, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა იყო.
რადგან განმეორებითი მოთხოვნის მიუხედავად, უკან არ დაიხიეს, მათ ცეცხლი გაუხსნეს.