ისრაელის მინისტრმა ნიანგებს კლასიფიკაცით შეუცვალა და გზა გაუხსნა ციხიდან გაქცევის თავიდან ასაცილებლად მათ გამოყენებას

5 hours ago 4

ისრაელის გარემოს დაცვის მინისტრმა, იდიტ სილმანმა, ნიანგებს შეუცვალა კლასიფიკაცია და ისინი ველურ ცხოველებად აღარ ითვლებიან, არამედ „ტყვეობაში გაზრდილ ველურ ცხოველებად“ , რაც ამ ქვეწარმავლების უსაფრთხოების სფეროში გამოყენებას, მათ შორის ციხიდან პატიმრების გაქცევის თავიდან ასაცილებლად.


ეროვნული უსაფრთხოების ულტრამემარჯვენე მინისტრი, იტამარ ბენ გვირი, რომელმაც, გავრცელებული ცნობით, დეკემბერში წამოაყენა იმ ციხის ნიანგებით გარშემორტყმის წინადადება, სადაც პალესტინელი პატიმრები იმყოფებიან, გადაწყვეტილებას მიესალმა.

მსგავს მეთოდს მოიხმარს ფლორიდის იმიგრაციული დაკავების ცენტრის "Alligator Alcatraz-ი."

„გაქცევაზე ფიქრობთ? კიდევ ერთხელ დაფიქრდით“, - დაწერა ბენ გვირმა ხუთშაბათს Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, "ხელოვნური ინტელექტის" მიერ შექმნილ ფოტოსთან ერთად, სადაც ის გამოსახულია საბელიან ნიანგთან ერთად.

ისრაელის „არხი 13“ იტყობინება, რომ ისრაელის ბუნებისა და პარკების სამსახურმა ბენ გვირის წინადადებას წინააღმდეგობა გაუწია, როდესაც მან ეს იდეა გასულ წელს პირველად წამოაყენა.

კლასიფიკაციის შეცვლის მეოხებით ცხოველების ზედამხედველობა ხელისუფლებისგან „უსაფრთხოების ორგანოს“ გადაეცემა. ისრაელის პენიტენციარული სამსახური, რომელსაც ბენ გვირი ხელმძღვანელობს, ერთ-ერთი ასეთი ორგანოა.

რეგულაცია, რომელიც ოთხშაბათს ხელმოწერის კანონად იქცა, ითვალისწინებს, რომ ნილოსის ნიანგების გამრავლება შესაძლებელია იმ პირობით, რომ „ისინი იქნებიან უსაფრთხოების ორგანოს მეურვეობის ქვეშ... პირობებში, რომელსაც განსაზღვრავს (ბუნებისა და პარკების ორგანოს) დირექტორი, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი ველურ ბუნებაში გაშვება და იმ პირობით, რომ გარემოს დაცვის მინისტრი დაადგენს, რომ მათი ფლობა აუცილებელია უსაფრთხოების მიზნით“.


ისრაელის მედია იუწყება, რომ ბენ გვირი აპირებს ნიანგების განლაგებას სამხრეთ ისრაელში, კეციოტის ციხის გარშემო, სადაც ჰამასის მრავალი მებრძოლია პატიმრობაში, ამ ჯგუფის მიერ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს თავდასხმის შემდეგ - რამაც გამოიწვია ორ წელზე ხანგრძლივი ომი ღაზაში, რომელი თითქმის განადგურებულია.

სრულად წაკითხვა