WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ისრაელის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტია „ლიკუდს“ და მის მხარდამჭერ პარტიებს, საერთო ჯამში, ყველაზე მეტი ხმა აქვთ, თუმცა არასაკმარისი საპარლამენტო უმრავლესობის და შესაბამისად, მთავრობის ფორმირებისთვის.

ისრაელის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 28 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნებული შედეგებით, ნეთანიაჰუს ბლოკს 57 მანდატი აქვს.

  • 120-წევრიან პარლამენტში, ქნესეთში უმრავლესობის შესაქმნელად სულ მცირე 61 მანდატია საჭირო.

მეორე ადგილზეა გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გადი აიზენკოტის ოპოზიციური ცენტრისტული პარტია „იაშარი“ მხარდამჭერ პარტიებთან ერთად. ამ ბლოკს 47 მანდატი აქვს.

არაბული პარტიების გაერთიანებას 16 მანდატი აქვს.

ეს შედეგები ბიულეტენების 41,9%-ის დათვლას ეფუძნება.