იტალიაში მზიანი და ცხელი დღეები დგება – მაქსიმალური ტემპერატურა +30°C-ს მიაღწევს

3 weeks ago 25

მზე, სიცხე და ჰაერის ტემპერატურა + 30 გრადუსამდე – ახალი ჩრდილოაფრიკული ანტიციკლონის გავრცელება ამ შაბათ-კვირიდან იტალიაში მზიან და ცხელ ამინდს მოიტანს. ამის შესახებ ვებგვერდ www.iLMeteo.it-ის სარედაქციო მენეჯერი ანდრეა გარბინატო აცხადებს.

ლიგურიაში, ალპებსა და ალპების მთისწინეთში უკვე გამოდის ამინდი და დარი შაბათ-კვირას ცენტრალურ და სამხრეთის რეგიონშიც გავრცელდება. თუმცა ლიგურიაში დღესაც და ხვალაც ლოკალურად წვიმაა მოსალოდნელი.

აი, შაბათ-კვირას კი მზე ყველგან დომინანტი იქნება, მთებში, 4200 მეტრის სიმაღლეზე ტემპერატურა რეკორდულად მოიმატებს და ალპებში ზვავსაშიშროება კვლავაც შენარჩუნდება.

ჰაერის ტემპერატურა მაქსიმალურ მაჩვენებელს, + 30 გრადუსს მიაღწევს ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით: საშუალოდ, მაქსიმალური ტემპერატურა კვლავ იქნება დაახლოებით +24-+26 გრადუსი, განსაკუთრებით სამხრეთ რეგიონებში, ემილია-რომანიაში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, ლომბარდიის ალპურ ველებსა და ტოსკანის შიდა რაიონებში. .

უფრო დეტალურად კი:

პარასკევს, 5 აპრილს ჩრდილოეთში: ოდნავ მოღრუბლული ამინდი იქნება, ადგილობრივად აკუმულირებით, განსაკუთრებით ლიგურიაში; რბილი კლიმატი. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მზიანი და რბილი ამინდია მოსალოდნელი; სარდინიაში +28 გრადუსი დაფიქსირდება. სამხრეთში: კარგი ამინდი იქნება, სიცილიაში ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს.

შაბათს, 6 აპრილს ჩრდილოეთში: თითქმის ზაფხულის ამინდი იქნება; ზომიერი კლიმატი +26 გრადუსით. ქვეყნის შუა ნაწილში: მზიანი და რბილი ამინდია მოსალოდნელი; სარდინიაში ჰაერი +28-+29°C-მდე გათბება. სამხრეთში: დარი იქნება; სიცილიაში ჰაერის ტემპერატურა +28°C-ს მიაღწევს.

ტენდენცია ასეთია: უფრო და უფრო მეტი მზე და უფრო მეტი სიცხე, 30°C ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, – აცხადებს ანდრეა გარბინატო.

სრულად წაკითხვა