იუდიტ პოლგარმა უარი თქვა უნგრეთის პრეზიდენტობაზე

6 days ago 26

მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდამ იუდიტ პოლგარმა უარი თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის წინადადებაზე, გამხდარიყო ქვეყნის პრეზიდენტი.

უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ტამაშ შუიოკი გასულ კვირაში იძულებული გახდა ხელი მოეწერა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტია „ტისას” ინიციატივით პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებისთვის, რომელიც მისი უფლებამოსილების ვადის შეზღუდვას და შესაბამისად, გადადგომას ითვალისწინებდა.

შუიოკის გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა მადიარმა პრეზიდენტობა შესთავაზა სახელგანთქმულ მოჭადრაკე იუდიტ პოლგარს. პეტერ მადიარი მიიჩნევდა, რომ პრეზიდენტად პოლგარის არჩევა ხელს შეუწობდა ვიქტორ ორბანის 15-წლიანი მმართველობის შედეგად გახლეჩილი საზოგადოების გაერთიანებას.

იუდიტ პოლგარის კანდიდატურას ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების გარეშე მხარი დაუჭირა მმართველმა პარტია „ტისამ”, რომელსაც უნგრეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს. თუმცა სახელგანთქმულმა მოჭარდაკემ, რომელსაც 23 ივლისს 50 წელი უსრულდება, შეთავაზებაზე უარი თქვა.

იუდიტ პოლგარმა 20 ივლისს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ პრეზიდენტის თანამდებობის შეთავაზებას პატივად მიიჩნევს და მადლიერია, მაგრამ წინადადებას ვერ მიიღებს, რადგან ვერ გრძნობს საკმარის ძალას იმისთვის, რომ აიღოს გახლეჩილი ერის გაერთიანების ისტორიული პასუხისმგებლობა. პოლგარმა აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მხარს დაუჭერს უნგრეთის ახალ, დამოუკიდებელ და აღიარებულ პრეზიდენტს.

პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ იუდიტ პოლგარის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

გროსმაისტერი იუდიტ პოლგარი ერთადერთი ქალია მოჭადრაკეთა ტოპ-ათეულში, სადაც მამაკაცები დომინირებენ. მან სპორტული კარიერა 2014 წელს დაასრულა.

სრულად წაკითხვა