იუვენტუსი ახლოსაა ლილიდან ჯონათან დევიდის დამატებასთან

1 day ago 1

როგორც იტალიურ მედიაში იწერება, ტურინის იუვენტუსი საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რომ ფრანგული ლილიდან ჯონათან დევიდი გაიფორმოს.

ლილსა და იუვეს შორის მოლაპარაკებები უკვე დასასრულს უახლოვდება და იტალიელები იმედოვნებენ, რომ ყველაფერი წარმატებით უნდა დასრულდეს.

კანადელი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა და წესით, ტრანსფერს პრობლემები არ უნდა შეექმნას.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ტურინელები ჯონათან დევიდს ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს სთავაზობენ. ფეხბურთელი ლილში 2020 წლიდან თამაშობს და ამ დრომდე 109 გოლის გატანა მოასწრო.

სრულად წაკითხვა