იხილეთ ვიდეოკადრები, რომლის გამოც თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი საზოგადოების ნაწილმა გააკრიტიკა – მსახიობი კრიტიკოსებს მიმართავს

2 days ago 8

თა­თუ­ლი ედი­შე­რაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც მის მი­მართ წა­მო­სულ კრი­ტი­კას ემ­სა­ხუ­რე­ბა და წერს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ იტა­ნენ კარგ ხა­სი­ათ­ზე მყოფ ხალ­ხს.

16 მარტს, ჟურ­ნა­ლისტ გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნის მე­უღ­ლე რეს­ტო­რან­ში აღ­ნიშ­ნეს, სა­დაც მა­რი­ტა მე­ლი­ქიშ­ვი­ლის იუ­ბი­ლეს სხვა ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად ედი­შე­რაშ­ვი­ლიც ეს­წრე­ბო­და. ვი­დეო სა­დაც მა­რი­ტა და თა­თუ­ლი სე­რი­ალ „შუა ქა­ლა­ქის“ ერთ-ერთ სიმ­ღე­რა­ზე ცეკ­ვა­ვენ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ თა­თუ­ლი ერთ-ერ­თია იმ ცნო­ბილ სა­ხე­ებს შო­რის, რომ­ლებ­საც ბოლო დროს რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე აკ­რი­ტი­კებ­დნენ. მას აქამ­დე სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია და უფრო მე­ტიც, მას და ასე­ვე მსა­ხი­ობ თა­მუ­ნა ნი­კო­ლა­ძეს, რომ­ლებ­საც „იმედ­ზე“ გა­და­ცე­მა მიჰ­ყავთ, არა­ერ­თხელ მო­უ­წო­დეს არ­ხის და­ტო­ვე­ბის­კენ

"ბევ­რი მო­ვით­მი­ნე და გა­ვა­ტა­რე მაგ­რამ აღარ დამ­თავ­რდა! ქუ­ჩა­ში ცეკ­ვა პატ­რი­ო­ტიზ­მია და და­ბა­დე­ბის დღე­ზე ცეკ­ვა სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი ყო­ფი­ლა.ვერ იტა­ნენ კარგ ხა­სი­ათ­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებს. მი­ხე­დეთ თქვენს ცხოვ­რე­ბას და იქ­ნებ უკე­თე­სად იგ­რძნოთ თავი. რო­გორ ბე­დავთ ან ვინ გე­კი­თხე­ბათ და­მიდ­გი­ნოთ სად ვი­ა­რო,სად ვი­მუ­შაო და ვინ მიყ­ვარ­დეს?!" - წერს მსახიობი.

წყარო: ambebi.ge

სრულად წაკითხვა