კანადაში, ფესტივალზე მანქანა შევარდა, არის მსხვერპლი

8 hours ago 2

კანადაში, ქალაქ ვანკუვერში მიმდინარე ფესტივალზე მანქანა ხალხში შევარდა, რასაც, როგორც BBC წერს "რამდენიმე ადამიანის" სიცოცხლე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.

ვანკუვერის პოლიციამ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ინციდენტი ადგილობრივი დროით 20:00 საათზე მოხდა.

პოლიციის განცხადებით, მძღოლი დაკავებულია.

„რამდენიმე ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა მას შემდეგ, რაც მძღოლმა მანქანა ხალხის მასაში შეაჭრა ქუჩის ფესტივალზე E. 41st Avenue-სა და Fraser-ის ქუჩის მიმდებარედ, დღეს საღამოს 8 საათის შემდეგ.

მძღოლი დაკავებულია.

მომდინარე გამოძიების პროცესში დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ფესტივალი „ლაპუ ლაპუ“, ფილიპინების ეროვნული გმირის, პატივსაცემად ტარდებოდა და ფილიპინური კულტურის აღნიშვნას ემსახურებოდა.

დევიდ ები, ბრიტანეთის კოლუმბიის პრემიერ-მინისტრი, სადაც ვანკუვერი მდებარებოს, ამბობს, რომ შოკირებულია და გული სტკივა დაღუპულთა და დაშავებულთა გამო.

ის ადასტურებს, რომ პოლიცია საქმეს იძიებს და ეჭვმიტანილი დაკავებულია.

სრულად წაკითხვა