გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა და გადაჯგუფებებზე საუბრობს ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში და კონკრეტული მინიშნებებით, სწრაფი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“ხოდა რისი თქმა მინდა ამ პირველ სექტემბერს.
კარგად გავიარეთ რთული პერიოდი და ტურბულენტობა, გავუძელით “ოპოებით” და “ასოებით” გამოწვეულ ტექტონიკურ რყევებს.
ამასობაში მსოფლიო გადაჯგუფდა-გადმოჯგუფდა და მივიღეთ ერთი უსულო ურსულა – ევროპა და სულიერი ჩაინა & CO, საბოლოდ წელში გამართული რუსული დათვი და ხელებდალურჯებულია თუ მკვდრებშია თუ ცოცხლებში ჩაკარგული ჟღალი მიმინო…
ამოცანა გვეკითხება:
სად ვართ ჩვენ, ანუ ვინ ვარ მე?
ნაცარქექიის ვერსიას თუ მივყვებით, რომელიც არც თუ ურიგოა, დევებს რაზე “ვეკაჩაოდ”, თუ შესაძლებელია ბუხართან წყნარად, ნაცრის ჩიჩქვნა გავაგრძელოთ?
მაგრამ!
როგორც საქართველოს დატყვევებული “უსინდისი” იტყოდა:
– ნურას უკაცრავად!
არავინ “გვაქექინებს” ნაცარს სამისდღემჩიოდ.
შესაბამისად, არჩევანის დრო გვიახლოვდება.
ფილიგრანული აზროვნება, დავითისეული მძიმე ხელი და თამარისეული დიპლომატია გვწყურია.
ღმერთმა მოგვმადლა საამაყო ისტორიული მაგალითები, შესაბამისად ისღა დაგვრჩენია
ამოვიღოთ თავები ამ უაზრო ჩათჯიპიქლიავობიდან, მოვუხმოთ წინაპართა ცოდნას.
გრძელი როქის დრო აღარაა, მოვიგოთ შამათით და დავიბრუნოთ აბრეშუმის გზის დიდება!
P.S. იმედია გამომწერებში ისეთი სულელი არავინ მყავს, რომ იკითხოს:
4 ოქტომბერს დაგვამხობენ?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლალი მოროშკინა.