კარგად გამოჩნდა, რომ რეალურად “დიფ სტეიტი” არის მთელი დასავლური სამყარო, თავისი პოლიტიკური, უსაფრთხოების, კულტურული და ეკონომიკური მსოფლმხედველობით – გია ხუხაშვილი

1 day ago 1

წაკითხვა: 140

გუშინ კარგად გამოჩნდა, რომ რეალურად “დიფ სტეიტი” არის მთელი დასავლური სამყარო, თავისი პოლიტიკური, უსაფრთხოების, კულტურული და ეკონომიკური მსოფლმხედველობით და ვინც შეეცდება მისთვის ზიანის მიყენებას, თვითონ განიკვეთება თავისივე ქვეყნიდან.”- ასე აფასებს გია ხუხაშვილი ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპის ქვეყნების ლიდერების ერთობლივ შეხვედრას რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე

“გუშინ თუ არა, დღეს მაინც მიხვდება მავანი ამას და თვით გადარჩენის მიზნით შესაბამისად დალაგდება. ასე რომ, ე.წ. “დიფ სტეიტის” დემონიზება ცალსახად ნიშნავს მთელი დასავლეთის უარყოფას და შესაბამისად დასაშვებად გამზადებული “რკინის ფარდის” მეორე მხარეს აღმოჩენას რუსეთის, ირანის და მათი თანამზრახველების ფეხებთან დაჩოქილ მდგომარეობაში, შესაბამისი პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური დეგრადაციით.”- წერს გია ხუხაშვილი.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა