პოეტი კატო ჯავახიშვილი საჯარო მიმართვას ავრცელებს. მისი ადრესატი მუდმივად მებრძოლი მებრძოლი და გულამოჭრილი სამშობლო – საქართველოა:
“ჩემო სანატრელო, ჩემო სასჯელო, გაუთავებელო ტკივილო და დაუსრულებელო სასოწარკვეთავ. ჩემი მეზობლის ცარიელო სახლო, ცხოვრების ბედუკუღმართობით ჩამქრალო ბუხარო, ჩემი ზღვის დაკარგულო სანაპიროვ, ჩემო გულამოჭრილო ქვეყანავ, გმირების და მხდალების ქვეყანავ, მოღალატეების და შენთვის შეწირულების ქვეყანავ, შემგუებლების და მებრძოლების ქვეყანავ, ჩემო გაბახებულო და ათასგზის ფეხზე წამომდგარო, განა არ ვიცი, დაიღალე, მაგრამ ოღონდაც ახლა არ ჩაგეძინოს – ადექი!”