WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

22.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ეყრდნობა.

სააგენტოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს, რომ „გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით“. უწებამ არ დააკონკრეტა რას მოიცავს ეს ცვლილებები და ამოღებულია თუ არა მენიუდან რძის პროდუქტები, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მედიაში მანამდე გავრცელდა.

სააგენტოში „ნეტგაზეთს“ უთხრეს:

„ნოროვირუსის ფაქტების გამოვლენის შემდეგ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ამოქმედებულია რისკების მართვის დროებითი პროტოკოლი, რაც ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს.

თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე. ყველა საბავშვო ბაღში  ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს.  ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით.

შეგახსენებთ, ეს არის დროებითი ღონისძიება,  რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ სააღმზრდელო პროცესს“.

NCDC-ის თქმით, ჩატარებული კვლევებით დადასტურებულია, რომ თბილისის მასშტაბით უკანასკნელ პერიოდში გახშირებული გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევები გამოწვეულია ნოროვირუსით.

ბავშვები, რომლებიც ბოლო დღეებში პირღებინებითა და მუცლის ტკივილით მოხვდნენ კლინიკებში, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები არიან. ბაგა-ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესიც შეჩერდა.