WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სასამართლომ სრულად გაამართლა უცხო ქვეყნის მოქალაქე 32 წლის მამაკაცი, ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი, რომელსაც საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებას ედავებოდნენ.

გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში დღეს გამოიტანა მოსამართლე გიორგი არევაძემ. მამაკაცი დარბაზიდან გათავისუფლდა. დაზარალებული ქალი კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, ცუდად გახდა და სასამართლოდან სასწრაფომ გადაიყვანა.

„ბრალდება იყო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, გაუპატიურების ჩადენა.

მაშინვე მიმართა დაზარალებულმა, მეგობრის მეშვეობით, პოლიციას, რამდენიმე საათში.

მთელი პროცესის მიმდინარეობისას, მუდმივად იყო მცდელობა, რომ დაზარალებულს აეღო თანხა. მის მეგობართან ჰქონდათ კომუნიკაცია და ნახევარი მილიონი შესთავაზეს, რომ დაზარალებული დათანხმებოდა საპროცესო შეთანხმებას. პირადად ჩემთან იყო კომუნიკაცია, რომ თავად დაგვესახელებინა ნებისმიერი თანხა. ან საპროცესოზე იქნებით თანახმა, ფულს აიღებთ და ეს კაცი დატოვებს ციხეს, სასამართლოს ძალით დატოვებსო. საიდან და ვისგან ჰქონდათ ეს გარანტიები, ჩემთვის უცნობია.

მოსამართლე უბრალოდ გაქრა დარბაზიდან. ძალიან მძიმე ემოციური ფონი აქვს დაზარალებულს. იმდენად ცუდად გახდა, განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ვეღარც მოვისმინეთ“, — ამბობს დაზარალებულის ადვოკატი, ანა თავხელიძე.

თურქ ბიზნესმენს გარეთ მზადყოფნაში ელოდებოდნენ მისი დაცვის წევრებინ და ახლობლები გამოსაცვლელი ტანსაცმლით.

მეჰმეთ უიარი არაერთი კომპანიის მფლობელია, მათ შორის ქალთა საფეხბურთო კლუბის საქართველოში, სადაც დაზარალებული ქალი თამაშობს.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.