“კვლავ გავაგრძელებთ აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ეკონომიკურ დახმარებას” – ზახაროვა

1 month ago 9

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეაფასა.

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, წინასწარი მონაცემების მიხედვით, კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ბადრა გუნბამ 56,85% მიიღო, მისმა კონკურენტმა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ადგურ არძინბამ – 43,15%.

ზახაროვას თქმით, აფხაზეთის ახალ ხელისუფლებას სერიოზული ამოცანები აქვს, განსაკუთრებით, აფხაზეთის განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.

“ამ პროცესში დიდ როლს ითამაშებს რუსეთ-აფხაზეთს შორის არსებული შეთანხმებების შესრულება. მოსკოვი კი კვლავაც გააგრძელებს დახმარებას როგორც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში, ისე აფხაზეთის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოების საკითხში”.

2 მარტს ვლადიმირ პუტინმა გამარჯვებულ კანდიდატს, ბესლან გუნბას, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ “რუსეთ-აფხაზეთს შორის არსებული მოკავშირეობრივი ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება”.

სრულად წაკითხვა