WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

4

ჟურნალისტი, დიანა ტრაპაიძე:

ჩემპიონთა ლიგის ფინალის დროს პარიზში მოვხვდი. თამაში ბუდაპეშტში იყო, 6 საათზე. არეულობის შიშით, ხუთი საათიდან პარიზის ცენტრში რკინის ფარდა დაეშვა. ყველა მაღაზია და კაფე დაიხურა და ჟალუზები ჩამოუშვეს. ერთადერთი ამოცანა მქონდა: რომელიმე სპორტკაფეში თამაში მენახა.

იქვე ახლოს მხოლოდ სამი ბარი იყო ღია და დავიწყე ჩამოვლა. ლუვრის რიგი მონაგონია, ისეთი ხდებოდა. ონლაინ რეზერვაციების კალენდრიდან ის დღე საერთოდ ამოღებული იყო და ვრჩებოდი სასტუმროს ციცქნა ტელევიზორის იმედად.

ბოლოს სასტუმროსთან ყველაზე ახლო ბარის მენეჯერი გამოვიხმე და ვუთხარი: „აი ემ ფრომ კვარას ქანთრი” და მერე გრძელდებოდა — “არ დამტოვო სასტუმროს ტელევიზორის იმედად“, თქო.

სამი დიდი დარბაზი გადავსებული იყო და უკან კიდევ ორასი კაცი ცოცხალ რიგში ელოდა ადგილის გამოთავისუფლების ნულოვან შანსს. მოკლედ, ჯადოსნური სიტყვა იყო კვარას ქანთრი.

ბარის ბაღში დამატებითი სივრცე ჰქონდათ მოწყობილი და იქ შემიშვეს. ისეთ ფანებში ვუყურე თამაშს, რომ სტადიონის ემოცია მიმიქარავს.

კი, კვარა ჩვენი ელჩია ამ პლანეტაზე, ჩვენი ქვეყნის სათაურია, ჩვენ კვარას ქანთრიდან ვართ. მოწყენილები დავდივართ და აღარ ვიცით, რა გაგვახარებს იმ თვეებში, როცა ის მინდორზე არ იქნება.

ამ ტოქსიკურ და მძიმე რეალობაში სინათლის სხივი იყო… და იქნება!