კიდევ ერთი ჯილდო ნინი შერმადინს

2 days ago 7

მომღერალ ნინი შერმადინს კიდევ ერთი ჯილდო მიანიჭეს. მალტაში ქალაქ სლიემაში „ქართული დიასპორის სახლის” რიგით მეათეა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, ნინიმ ჯილდო მიიღო, როგორც  წარმატებულმა ემიგრანტმა:

“მალტაში, ულამაზეს ქალაქ სლიემაში, გადმომეცა ჯილდო „ქართული დიასპორის სახლის“ მეათე დაჯილდოებაზე, როგორც წარმატებულ ემიგრანტს. ეს აღიარება ჩემთვის უდიდესი პატივი და სიხარულია — თითქოს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ შრომა, სიყვარული და ერთგულება ყოველთვის ფასდება.
ეს მომენტი მაძლევს ძალას, კიდევ უფრო მეტი გავაკეთო და ღირსეულად წარმოვაჩინო ჩემი საქართველო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში! განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ ინა და ბელა ასანიძეს — საოცარი ორგანიზებისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის!
ვულოცავ ყველა ნომინანტს და ჯილდოს მფლობელს — თქვენ თითოეული ჩვენი ქვეყნის სიამაყე ხართ!
მადლობა მალტას ამ დაუვიწყარი ემოციებისთვის და მადლობა სამყაროს — იმ სინათლისთვის, რასაც დღეს ვგრძნობ.”

სრულად წაკითხვა