წაკითხვა: 5
გიორგი ბარამიძე, რომელიც 2004 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო სვანეთში, სოფელ ეცერში, აფრასიძეების ოჯახში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ვრცელ წერილს აქვეყნებს და ოჯახის ბრალდებებს პასუხობს:
“ვის ეპარებოდა ეჭვი რომ მოღალატე კრიმინალთა ბანდა, მის “ღალატის კომისაიზე” ისევ არ შეეცდებოდა ჩვენი ხელისუფლების გაშავებასა და ბინძური პროპაგანდის გაგრძელებას?
ცხადია კრიმინალების ბანდის დაპატიმრების ოპერაციის თაობაზე პოლიცია და ჩვენი შსს უნდა გამოიყვანონ დამნაშავეებად და კრიმინალებად, ხოლო ამ საშიში ბანდის წევრები უდანაშაულო მსხვერპლად.
ამიტომ (განასაკუთრებით) ქოცების საყურადღებოდ კიდევ ერთხელ აქაც დავწერ იმ სიმართლეს, რეალურად რაც იყო, აფრასიძეების მკვლელებისა და ყაჩაღების საშიში ბანდის, დაკავების პოლიციური ოპერაციის შესახებ.
მრავალი ადამიანის მკვლელთა ბანდის გულშემატკივრებო ძალიან სცოდავთ, როცა მე-13 წელია ისევ კრემლის პროპაგანდის ლაბორატორიებში შეთხზულ, ძველ ზღაპრებს, მოგონილ სისულელეებსა და ცილისწამებას იმეორებთ და ამით მარტო მე და უამრავ პატიოსან პოლიციელს კი არ გვწამებთ ცილს, არამედ ასევე ამ სასტიკი ბანდის მიერ მოკლული, არაერთი ადამიანის სულებს, შეურაცხყოფას აყენებთ!
ნეტავ მათ მიერ მოკლულების შვილებსა ოჯახის წევრებს რას ეუბნებით? კიდევ ერთხელ საჯაროდ ვიტყვი, რომ ვამაყობ იმ მამაცი პოლიციელებით, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ საშიში კრიმინალების ბანდის დაკავების ოპერაციაში და მათ მიერ პირველად ნასროლ ტყვიებს არ შეუშინდნენ და 3 კრიმინალი მაინც დააკავეს.
შემდგომ სასამართლომ სამივე, მრავალი ადამიანის მკვლელობისთვის გაასამართლა.
ცხადია ქოცების კრიმინალურმა რეჟიმმა, ისინი ეგრევე გაათავისუფლა. იმ 2 საშიშ კრიმინალს და ბანდის მეთაურებს, პოლიციისთვის ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით, პირველებს (ხაზს ვუსვამ) სროლა რომ არ აეტეხათ, არც პოლიცია ესროდა მათ და დღესაც ცოცხლები იქნებოდნენ, როგორც მათი ბანდის წევრი ხვა 3 დაკავებული.
ასევე სიმართლე ისაა, აფრასიძეების ოჯახის არცერთი სხვა წევრი (მით უფრო ქალები და ბავშვები, რომლების სახლში ყოფნას არ მოერიდნენ ეს მკვლელები და სახლიდან პოლიციის სპეც რაზმს ავტომატებითა და ტყვიამფრქვევებით ცეცხლი გაუხსნეს) არ დაზარალებულა.
სიმართლე ასევე ისაა, რომ არავინ დაზარალებულა სოფლის მშვიდობიანი მაცხოვრებლებიდან. ამის მიზეზი კი იყო ისიც რომ გარდა პოლიციის სპეცრაზმისა, ოპერაციაში ჩართული იყო ასობით სხვა პოლიციელი, რომელიც იცავდა როგორც სოფლის პერიმეტრს, რათა კრიმინალები არ გაქცეულიყვბენ და ასევე იცავდნენ სოფლის ყველა ოჯახს, რათა ბანდიტებს ვინმე მძევლად არ აეყვანათ და ცოცხალ ფარად არ გამოეყებებინათ.
შედეგად კრიმინალებმა ვერც გაქცევა და ახალი სასტიკი დანაშაულის ჩადენა ვერ მოახერხეს და ვერც ვინმეს მძევლად აყვანა შეძლეს. რაც შემეხება მე, როგორც შსს მინისტრს, თავი ვალდებულად ჩავთვალე, ასეთი მასშტაბური ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების შემდეგ, ადგილზე პირადად ჩავსულიყავი.
რაც გავაკეთე კიდეც და ვანო მერაბიშვილთან ერთად, ოპერაციის დასრულების შემდეგ ზუსტად იმ ვერტმფრენით სოფელ ეცერში ჩავფრინდით, რომლითაც 3 დაკავებული კრიმინალი, კოპიტნარის აეროპორტში ჩამოიყვანეს. კოპიტნარის აეროპორტში დაკავებულების ჩამოყვანის კადრები არაერთხელ იქნა ტელევიზიითაც (მათ შორის იმედის ეთერში) ნაჩვენები. ეცერის შემდეგ იმავე ვერტმფრენით, მესტიაში ჩავფრინდით და იქ შეკრებილ ხალხს შევხვდით.
ვინც სვანეთის მაშინდელი მდგომარეობა იცის, ყველამ ისიც იცის, რომ მთელმა მესტიამ ამოისუნთქა და მშვიდად ცხოვრება და განვითარება შეძლო. ამიტომ მთელი ეს ბოდვა თითქოს მე და ვანო სპეცრაზმელებივით, ანტიკრიმინალური ოპერაცის მიმდინარეობის დროს ოპერაციაში პირადად ვიღებდით მონაწილეობას, არის ისეთივე მოგონილი და სიცრუე, როგორც თითქოს ვინმე ჩვენგანმა გვამს თითი მოვაჭერით, ბეჭედი მოვაცალეთ.
აი ამ და სხვა მსგავსი ბოდვებითა და ბინძური ცილისწამებებით კვებავდა კრემლის ქოცური პროპაგანდა ხალხს. და დღესაც იგივეს აგრძელებს.
საზოგადოების ცნობისათვის, აფრასიძეების ბანდის მიერ მოკლული (ძირითადად იქვე ზემო სვანეთში მცხოვრები) ადამიანების მცირე ჩამონათვალი:
არღვლიანი ახლავ
უშხვანი ლაშა
დადეშქელიანი ბადრი
ვიბლიანი ომარი
ვიბლიანი ჯიყდონ
აფრასიძეების ბანდამ ეს და სხვა ადამიანები ისე მოკლა, თვალიც არ დაუხამხამებათ და არც სინდისის ქეჯნა გასჩენიათ.
ამიტომ ეგონათ, რომ პოლიციასაც მორიგ ჯერზე, (როგორც ეს შევარდნაძის დროს ხდებოდა) ისევ კუდამოძუებულს
გამაგდებდნენ და გათავხედებულებმა ამიტომ პირველებმა, ტყვიამფრქვევებით გაუხსნეს ცეცხლი ჯერ კიდევ ჰაერში მყოფ, იმ ვერტმფრენებს, რომლებსაც პოლიციის სპეცრაზმი დანიშნულების ადგილამდე გადაყავდა.
ერთ-ერთი ვერტმფრენი სერიოზულად დაზიანდა და რომ არა მფრინავის პროფესიონალიზმი, 20 სპეცრაზმელი და ეკიპაჟი იქვე ადგილზევე დაიღუპებოდნენ.
ზოგმა აზრი გამოთქვა, რატომ ცალცალკე არ დააპატიმრეთო?
იმიტომ რომ, ამ ხუდიდან ვინმე ერთი ან რამდენიმე რომ დაეკავებინა პოლიციას, თავისუფლებაზე დარჩენილები, ვის აიყვანდნენ მძევლად მათ გამოსახსნელად (ხელისუფლებასთან სავაჭროდ) ან კიდევ ვის მოკლავდნენ არავინ იცის. ამის დაშვება არ შეიძლებოდა.
და კიდევ თურმე ამ საშიში მკვლელების დაკავებისას, პოლიციას კრიმინალების სროლაზე სროლით პასუხი არ უნდა გაეცათ და უნდა გამოქცეულიყვნენ, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
პოლიცია იმიტომაა კანონის ძალით აღჭურვილი უფლებით, რომ იარაღი და ძალა გამოიყენოს, რათა კრიმინალმა იცოდეს, ძალას და იარაღს პოლიცია იარაღსავე და მეტ ძალასა და პროფესიონალიზმს დაუპირისპირებს. ჩემგანაც შესაბამისი ბრძანება ჰქონდათ.
კერძოდ ის რომ ყველა კრიმინალი (ხუთივე) დაეპატიმრებინათ. ხოლო თუ პირველები ბანდიტები გახსნიდნენ ცეცხლს, არ შეშინებულიყვნენ და შესაბამისადვე ეპასუხათ.
საამისოდ პოლიციას შესაბამისი დიდი (მნიშვნელოვნად აღმატებითი) ძალა და უფლებამოსილებაც ქონდათ.
ასე ხდება ყველა ცივილიზირებულ ქვეყანაში და ჩვენმა პოლიციამაც ასე იმოქმედა.
დასასრულს ვიტყვი, რომ რა საშიში მკვლელიც არ უნდა ყოფილიყო, არავის არ ჰქონდა ვინმეს პერსონალური ინტერესი. პოლიცია ბანდიტების ადგილსამყოფელ სახლში, მათ დასაკავებლად მივიდა და ისევ გავიმეორებ, რომ კრიმინალებს სროლა პირველებს რომ არ აეტეხათ ხუთივეს ისევე დააკავებდნენ, როგორც სხვა სამი ბანდიტი დააკავეს.
13 წელია ქოცების პროკურატურა ამ საქმეს იძიებს, 200-ზე მეტი სპეცრაზმელი და პოლიციელი დაკითხეს, აძალებდნენ ბარამიძეს ხელი დაადეთ, რომ რამე უკანონობის ჩადენა მან გიბრძანათო, მაგრამ ვერავის ათქმევინეს ტყუილი და ვერც თვითონ მოიგონეს, რადგან ოპერაციის დროს მე სად ვიყავი ტელევიზიით არის ნაჩვენები და ადგილზე პოლიციამ რა გააკეთა და როგორ იმოქმედა კანონის სრული შესაბამისობით ესეც ასობით პოლიციელმა და ადგილობრივმა ნახა. ქოცურ ბინძურ ცილისწამებასა და ტყუილებს ყავლი დიდი ხანია გაუვიდა.”- წერს გიორგი ბარამიძე.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს