WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინის დედაქალაქ კიევში მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა რუსეთის სარაკეტო შეტევას, რომელიც 19-დან 20 აგვისტოს ღამით დაიწყო.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე 5 ადამიანი და 23 დაშავდა.

კიევის სხვადასხვა რაიონში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებები. ხანძრები გაჩნდა სასაწყობე შენობებში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის სვიატოშინსკის რაიონში დარტყმა იყო სამრეწველო ობიექტზე. ხანძრები გაჩნდა სამ საწყობში. სოლომენსკის რაიონში დანგრეულია 9-სართულიანი სახლის ბოლო ორი სართული. დაზიანებულია რამდენიმე სახლი, ორი სამედიცინო დაწესებულება, სკოლა და მაღაზია. დარნიცის რაიონში დარტყმა იყო არასაცხოვრებელ ობიექტზე. ხანძარი გაჩნდა საწყობებში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურს არ დაუკონკრეტებია, რომელი სამრეწველო ობიექტი და საწყობები იყო რუსული რაკეტების სამიზნე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კიევზე დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.