წინასწარი მონაცემები მსხვერპლის შესახებ დილის შვიდი საათისთვის გამოაქვეყნა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. მისი ინფორრმაციით, 63 დაშავებულიდან ჰოსპიტალიზებულია 42, მათ შორის 6 ბავშვი.
მაშველები სახლების ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრები გაჩნდა ადმინისტრაციულ და არასაცხოვრებელ შენობებში. რუსეთის მასირებული შეტევის შედეგების ლიკვიდაცია კიევის ხუთ რაიონში მიმდინარეობს.
დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა ორი ადამიანი. დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი სახლები. აფეთქებები იყო ქალაქებში, დნეპრსა და პავლოგრადშიც.