რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე მასირებული შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილის ექვსი საათისთვის დადასტურებულია, რომ დაიღუპა 3 და დაშავდა 25 ადამიანი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დესნიანსკის რაიონში დანგრეულია 9-სართულიანი სახლი. შევჩენკოს რაიონში დაზიანებულ შენობებს შორისაა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ოფისი, სადაც 5 თანამშრომელი დაშავდა. სახლები დაზიანდა და ხანძრები გაჩნდა დარნიცის და სვიატოშინსკის რაიონებშიც.

3 weeks ago
48







English (US) ·
Georgian (GE) ·