25 სექტემბერს, დღისით, კიევის სოლომენსკის რაიონში, საოფისე შენობის გვერდით მდებარე ავტოსადგომზე რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი. კიდევ შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი - განაცხადა ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ.
მანამდე რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა 16-სართულიან საცხოვრებელ სახლს კიევის პეჩერის რაიონში, იუწყებოდა უკრაინის ეროვნული პოლიცია. დარტყმის შედეგად დაიღუპა 14 წლის მოზარდი და დაშავდა სულ მცირე შვიდი ადამიანი.
ვიტალი კლიჩკომ დაწერა, რომ ღამით დრონებმა იერიში მიიტანეს რამდენიმე რაიონზე. სოლომენსკის რაიონში ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატი მოხვდა 25-სართულიან საცხოვრებელ სახლს მეოთხე სართულის დონეზე.
radiotavisupleba ახალი ამბები