ვაშინგტონს აუცილებლად ესაჭიროება მოსკოვთან ურთიერთობების აღდგენა, რადგან იზოლაციის პოლიტიკა აღარ არის ეფექტური. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კით კელოგმა ვაშინგტონში, საგარეო ურთიერთობათა საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ურთიერთობაზე უარის თქმა, როგორც მოკავშირეებთან, ისე მოწინააღმდეგეებთან კრიტიკული შეცდომაა დიპლომატიაში", - აღნიშნა კელოგმა.
კიევისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების შეჩერების კომენტირებისას, კელოგმა გადაწყვეტილებას რუსეთისთვის მნიშვნელოვანი დათმობა უწოდა. ამავდროულად, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, უკრაინელები "თავად არიან დამნაშავე" იმაში, რომ შეუწყდათ დახმარება და შეეზღუდათ სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომა.
კელოგმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალისხმევას მიმართავს მშვიდობიანი მოგვარებისთვის, იყენებს როგორც ზეწოლას, ისე სტიმულს ორივე მხარისადმი. ზომებს შორისაა გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია და სანქციები ენერგეტიკის სექტორის წინააღმდეგ.
აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა უკრაინაში, კით კელოგმა 20 თებერვალს კიევში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა „მეომარი ქვეყნის მამაცი ლიდერი“.
კელოგმა ამჯერადაც გაიმეორა, რომ "ნამდილად აღფრთოვანებულია ზელენსკით."