კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც გუშინ ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავდა

3 hours ago 1

ორ­თა­ჭა­ლა­ში, კა­ლან­და­ძის ქუ­ჩის კუ­თხე­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი პირი დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას AMBEBI.GE-ს “ნიუ ჰოს­პი­ტალ­ში” და­უ­დას­ტუ­რეს, სა­დაც ქალს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და. თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ცნო­ბის­თვის, გუ­შინ კა­ლან­და­ძის ქუ­ჩა­ზე ტრაქ­ტო­რი და­გორ­და და 3 ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა. შემ­თხვე­ვა ბეჟან კა­ლან­და­ძის ასახ­ვევ­თან მოხ­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­შავ­და ორი ადა­მი­ა­ნი.

რო­გორც AMBEBI.GE-ს შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც „ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას“ გუ­ლის­ხმობს.

ფოტო: ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს

სრულად წაკითხვა