კომპანია „Art Line Group”-ის ასტრონომიულად მცირე დროში მოპოვებული წარმატება

1 month ago 34

კომპანია „Art Line Group” არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი, ორ წელიწად ნახევარია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობს, ამ ასტრონომიულად მცირე დროში, მათ წარმატების მოპოვებაც შეძლეს და დამკვეთის გულის მოგებაც.

„Art Line Group”- ის დამფუძნებელი ბევრი განხორციელებული პროექტით ამაყობს და წინ კიდევ ბევრი საინტერესო სამომავლო გეგმაც აქვს.

წარმატებულ პროექტებზე და მის ირგვლივ, სხვა საინტერესო საკითხებზე, სასაუბროდ ჩვენ კომპანია „Art Line Group”-ის დამფუძნებელს და ინტერიერის დიზაინერს დავით კავლელიშვილს და კომპანიის არქიტექტორს გიორგი კოპაძეს დავუკავშირდით.

დავით, რა პრინციპით შეკარით თქვენი კომპანიის გუნდი, რა გაერთიანებთ, რა სტრატეგია გაქვთ არჩეული და რა მომსახურებას სთავაზობთ თქვენს მომხმარებელს?

– თავდაპირველად ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი ვიყავი სამარკო ნიშნით „დავით ინტერიერი“, შემდეგ, რებრენდინგი განვახორციელეთ და მოღვაწეობა „Art Line Group”-ის სახელით გავაგრძელეთ. დავამატეთ სერვისები, გავაუმჯობესეთ მომსახურება. სერვისები არის როგორც ინტერიერის დიზაინის, სარემონტო ზედამხედველობის მიმართულებით, ასევე არქიტექტურა და მისი მაკომპლექტებელი კომპონენტები. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება, ის რაც გვაერთიანებს ენთუზიაზმია. გუნდის მთავარი სტრატეგია მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალური გათავისება და მასზე ზრუნვაა. ჩვენს ინტერესებში შედის რომ ოჯახის ყველა წევრი იყოს კმაყოფილი. ზოგადად ინტერიერიც და არქიტექტურაც, ყველა ადამიანის ოჯახის ფსიქოტიპს მოიცავს.

თქვენი და გიორგის თანამშრომლობის იდეას როგორ ჩაეყარა საფუძველი?

– მე და გიორგი დიდი ხნის მეგობრები ვართ და რადგან გადავწყვიტე რომ არსებული სერვისებისთვის, არქიტექტურული მომსახურებაც დამემატებინა, რადგან ინტერიერი და არქიტექტურა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. არქიტექტორის კანდიდატურაზე ბევრი არ მიფიქრია, ეს ადგილი გიორგის შევთავაზე და დამთანხმდა.

ინტერიერის დიზაინისადმი თქვენი ინტერესი საიდან იღებს სათავეს?

– ინტერიერის დიზაინი ბავშვობიდან მიზიდავდა. ეს ადამიანისთვის ერთგვარი კომფორტის ზონაა, რადგან უმეტეს ნაწილს ის საცხოვრებელში ატარებს. ინტერიერის ფუნქციურობა, პრაქტიკულობა, სახასიათო სტილისტიკა, ეს ყველაფერი ადამიანის ფსიქოტიპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი დასვენებისთვის და ხარისხიანი ცხოვრების რეჟიმისთვის. ამ მიმართულებით რომ დამეწყო საქმიანობა, მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო შემოქმედებითი ნაწილი და შემდგომში მისი რეალიზება. ნებისმიერი შემოქმედი ადამიანისთვის ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია.

– გიორგი, თქვენ რატომ აირჩიეთ პროფესიად არქიტექტორობა და რამდენი ხანია რაც ამ სფეროში ხართ?

– მეც ბავშვობიდან მომწონდა ეს სფერო, მაშინ არ ვიცოდი რომ ამ ყველაფერს ერთი პროფესია არქიტექტორობა აერთიანებდა. არქიტექტურა თავიდან ბოლომდე ხელოვნებასთან არის დაკავშირებული. ძალიან მიყვარდა ხატვა, მითუმეტეს შენობების გადახატვა, ჩანახატების კეთება. ასევე ფაზლის და სხვა კონსტრუქციების აწყობა. შემდეგ უკვე ხაზვა, მაკეტების კეთება, ყველა ამ ჰობმა საბოლოო ჯამში, არქიტექტურასთან მიმიყვანა და სწორედ ამ ინტერესებმა განაპირობა ამ სფეროში ჩემი მოხვედრა. შემდეგ უფრო დეტალურად გავეცანი ამ ძალიან ღრმა და საინტერესო პროფესიას, თავიდან ხელოვნების კუთხით ვუყურებდი, მაგრამ არქიტექტურა ამავდროულად ძალიან ბევრ ტექნიკურ ნაწილსაც მოიცავს. ხელოვნების და ესთეტიკის უკან, დიდი საინჟინრო და ბევრ რამეზე მორგებული გათვლა არის, რასაც ეტაპობრივად საფეხურების მიხედვით დავეუფლე, ახლაც ყოველთვის განვითარების რეჟიმში ვარ, რადგან ჩვენი სფერო მუდმივად გვთავაზობს სიახლეებს. არქიტექტორის პოზიციაზე უკვე რვა წელია რაც ვმუშაობ.

თქვენი, როგორც არქიტექტორის, უპირატესი თვისება რა არის, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ? რა განსხვავებული ხელწერა გაქვთ?

– მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არქიტექტურა გარემოსა და ლანდშაფტზე იყოს მორგებული. დამკვეთი ძირითადად ინტერნეტში ნანახი ფოტოებით ხელმძღვანელობს და გვეუბნება რომ ზუსტად ასეთი უნდა, ჰგონია რომ თავის ნაკვეთზე მსგავსი პროექტი იგივე ეფექტს მოახდენს და ისეთივე ლამაზი იქნება. ეს მცდარი შეხედულებაა. ნებისმიერი ობიექტი უნიკალური და განსაკუთრებული მაშინაა, როცა იმ ლოკაციაზეა კონკრეტულად განსაზღვრული და ადგილობრივი გარემო, ლანდშაფტი და ვიზუალი კარგადაა  გათვალისწინებული. ჩემს ესთეტიკურ ხედვებსა და ღირებულებებში შედის გარემოს მაქსიმალურად გათვალისწინება და ლანდშაფტზე მორგება. ყველაფრის ერთმანეთთან ჰარმონიულად შერწყმა, ეს არის ჩემი უპირველესი მოთხოვნა და ვცდილობ რომ დამკვეთიც ამ მიმართულებით წამოვიყვანო. ჩვენ დიდწილად ვართ დამოკიდებული დამკვეთთან ურთიერთობაზე, მის ფსიქოტიპზე. ვცდილობ რომ თითოელი პროექტი იყოს ესთეტიკური ღირებულების და გარკვეულწილად, ხელოვნების ნიმუშიც.

დაახლოებით რა ვადებში ხდება საოცნებო სახლის პროექტის ჩაბარება? და რა რჩევას მისცემდით მათ, რა უნდა გაითვალისწინონ?

დავითი: ყველაფერი პროექტის სირთულიდან გამომდინარეობს. ზოგადად გადამწყვეტ როლს აქ დეტალები თამაშობს. დაახლოებით ორი თვეა საჭირო რომ ალბომი შეიქმნას და ინტერიერი სრულყოფილებამდე მივიდეს. შემდეგ უკვე სარემონტო სამუშაოები თავად დამკვეთზეა დამოკიდებული, თუ რა ტემპით მოგვყვება ფინანსური თვალსაზრისით.

გიორგი: მერიის ვადებიც გასათვალისწინებელია, არსებობს გარკვეული ბიუროკრატიული პროცესები. ამ ყველა ეტაპის გავლას ორი თვე სჭირდება. მთლიანობაში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში, კონცეფციის ჩამოყალიბებიდან, საშუალოდ სამიდან ხუთ თვემდე არის ეს ვადები დათვლილი. სახლის აშენების მსურველებს ვურჩევდი, რომ არჩევანი თავისი ცხოვრების სტილის მიხედვით გააკეთონ და არა ინტერნეტში ნანახი ფოტოებით. კონცენტრირება მოახდინოს იმაზე როგორი ცხოვრების სტილი მოსწონს, გახსნილი, ჩაკეტილი. შემდეგ უკვე არქიტექტორს და იმ პროფესიონალს, ვის პორტფოლიოსაც თვალს შეავლებს და მის შინაგან სამყაროსთან ახლოს იქნება, მას მისცეს მაქსიმალური საშუალება რომ მისგან მოისმინოს რჩევები, ნახოს ვიზუალური აღმქმელი და კონკრეტული მოთხოვნები ჩამოაყალიბოს თავისი პიროვნებიდან გამომდინარე, შემდეგ ამის ტექნოლოგიურად და ესთეტიურად გაფორმება თავიდან ბოლომდე არქიტექტორს მიანდონ.

რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროფესიონალ არქიტექტორს, სახლების დაპროექტებაში, მშენებლობაში, იმ კუთხით, რომ ადამიანმა ზუსტად ისეთი შედეგი მიიღოს როგორიც სურს?

იორგი:– ადამიანები არქიტექტორს ხშირად გამომხაზველად აღიქვამენ. მოდიან და გეუბნებიან, მე უკვე ზუსტად ვიცი რა მინდა და ეს გამიკეთე, წინასწარ გაწერილი მათემატიკური ციფრებით გესაუბრებიან. მოაქვთ ნახაზები, რომელიც არაფრით განსხვავებული და გამორჩეული არ არის. ფუნქციურად ფართებია არასწორად გათვალისწინებული. საბაზისო მონაცემების დახაზვა ყველას შეუძლია. აი, ამიტომაა საჭირო გამოცდილი არქიტექტორი რომ ყველაფერი წინასწარ გათვალოს და დააგეგმაროს, თან თქვენი მოთხოვნები ბოლომდე გაიაზროს. ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინება უნდა მოხდეს. არის ხოლმე ვიზუალურად ძალიან მოგწონს სახლი, მაგრამ ცხოვრების დროს ბევრი პრობლემა იჩენს თავს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია პროფესიონალი არქიტექტორის როლი, რომ შეცდომებისგან დაიცვათ თავი. არქიტექტორი ადამიანებთან ფსიქოლოგიური მიდგომის ხელოვნებასაც უნდა ფლობდეს, რომ მაქსიმალურად გასაგებ ენაზე აუხსნას, რატომ არის ასე კარგი და ისე ცუდი რაც მას ჰგონია რომ კარგია.

დავითი: მაღალსართულიანი სახლებისგან განსხვავებით, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის დაპროექტება მნიშვნელოვანია ინტერიერის დიზაინერთან ერთად მოხდეს. როდესაც პროექტირება მიმდინარეობს, არქიტექტორისა და ინტერიერის დიზაინერის თანამშრომლობით, საბოლოო ჯამში, უკეთესი ეფექტი გამოდის. დაცულია შიდა მოწყობის სტანდარტები, ეკონომიკა, ზონირება. გეგმარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების რაოდენობის და მათი ასაკის გათვალისწინება. სტილისტიკის თვალსაზრისით, ინტერიერთან მიმართებაში, ექსტერიერიც უნდა გავითვალისწინოთ, რადგან სახლში გარედან შევდივართ, უმეტეს შემთხვევაში, ექსტერიერის დიზაინიც უნდა შევიყოლოთ, განმეორებადი ელემენტები ინტერიერშიც რომ იყოს სინქრონში. ამიტომ არის მნიშვნელოვანი და პრაქტიკული არქიტექტორის და ინტერიერის დიზაინერის თანამშრომლობა. წვრილმანი დეტალებიც კი ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ამიტომ თამაშობს დიდ ფაქტორს პროფესიონალი ადამიანის როლი.

დავით, სულ რამდენი პროექტი გაქვთ გაკეთებული და იყო თუ არა აქედან ყველა პროექტი წარმატებული?

-ბევრი პროექტი გვაქვს გაკეთებული. ბევრიც მიმდინარე პროცესშია. ყველა პროექტი, რაც კი გაკეთებულა არის წარმატებული. უახლოეს პერიოდში, გამოჩნდება ინტერიერის მიმართულებით რეალიზებული პროექტები, მაგალითად, როგორიც არის ქალაქ რუსთავში, „რუსთავის მარგალიტი“, ასე დავარქვით იმიტომ რომ ნამდვილად მარგალიტივით არის, ეს არის ურთულესი პროექტი, რომლითაც ვამაყობ. ასევე თბილისში ყიფშიძის ქუჩაზე, ვაკეში, მალე დასრულდება „დიღმის ვარსკვლავი,“ რომელიც დუპლექსური ტიპის საცხოვრებელი ბინის პროექტის სახელია.

რა არის დღეს ტრენდული?

დავითი: სტილისტური თვალსაზრისით ტრენდულია კლასიკური, მოდერნისტული, ინდუსტრიული სტილი და ეკლექტიკა.  ჩვენ, დიზაინერები, ყოველთვის ვცდილობთ, თემატურად უფრო საინტერესოს და განსაკუთრებულის შექმნას, რომელიც ადამიანის ფსიქოტიპზეც იქნება მორგებული. რამდენიმე სტილს ვაერთიანებთ იმისთვის, რომ გაცილებით უკეთესი ეფექტი მივიღოთ და პირდაპირ დამკვეთის სურვილზე იყოს ორიენტირებული და დაფუძნებული. ნებისმიერი სტილისტიკის საფუძველი, ყოველთვის არის დამკვეთის ფსიქოტიპი.

გიორგი: ძალიან ბევრი მიმდინარეობა არსებობს არქიტექტურაში, კონკრეტული ერთის გამორჩევა გამიჭირდება. ბოლო პერიოდში ტენდენცია შეიცვალა, რაც ძალიან კარგია, თანდათან თანამედროვე, მინიმალისტური აღქმისკენ გადმოვდივართ. ადრე ძალიან პოპულარული კლასიკური სტილი იყო, აუცილებლად ჩუქურთმებით. შემდეგ მოხდა გადატრიალება და დაიშალა ეს კლასიკური ხედვა. თუმცა ჯერ ისევ არის ტრენდული. კლასიკა, იმიტომ არის კლასიკა, რომ ყოველთვის აქტუალური იქნება.

თანამედროვე არქიტექტურაში, ნელ-ნელა მოდის ტენდენცია მაქსიმალურად მინიმალიზმის, გახსნილი სივრცეებით. უფრო სადა, მართკუთხედულ ფორმებში, დიდი განათებული სივრცეებით. ჩვენი ბოლო პროექტებიც ასეთი მიდგომით გამოირჩევა, რაც ძალიან მახარებს.

რას იტყვით თქვენს მიერ ბოლოს განხორციელებულ ავჭალის პროექტზე, რა დრო დასჭირდა და რითია გამორჩეული სხვა თქვენი პროექტებისგან?

დავითი: მე ამ პროექტში მენეჯმენტის მიმართულებით ვიყავი ჩართული. არქიტექტურულ დეტალებს გიორგი მოგახსენებთ. პროექტი უკვე სამშენებლო ეტაპზეა გადასული. საინტერესო, მოდერნისტული სტილი აქვს. დამკვეთზეა ორიენტირებული. ამ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ზუსტად ის უნდოდა, რაც საბოლოო ჯამში არქიტექტორმა შექმნა. 99 % -იანი სიზუსტით დავემთხვიეთ მათ ფსიქოტიპს. ზოგადად ვისურვებდი, რომ ასეთი სტილის მოდერნისტული სახლებისკენ იყოს საზოგადოება გადახრილი, რადგან ძალიან პრაქტიკულია და ფუნქციურადაც საინტერესოა. დღეს უფრო ტრენდული მოდერნისტული სტილია, თუმცა მაინც გემოვნების საკითხია. დამკვეთი ამ პროექტით და ჩვენი მუდმივი კომუნიკაციით და ზრუნვით ძალიან კმაყოფილია.

გიორგი: ავჭალის პროექტი ძალიან საინტერესო რელიეფით გამოირჩევა. არაჩვეულებრივი ხედები იშლება, ძალიან კარგად სჩანს დიღმის და მცხეთის ნაწილი. საკმაოდ რელიეფური ტერიტორიაა.

რეალურად სახლი სამსართულიანია, თუმცა მთავარი შემოსასვლელიდან, რომელიც ზედა ქუჩაზე მდებარეობს, სახლი ორ სართულიანია, რომ რელიეფის დონეზე რაც შეიძლება ნაკლები მოგვეჭრა და არსებული რელიეფი გამოგვეყენებინა.

მთელი წინა ფასადი თავიდან ბოლომდე თორმეტ მეტრიან ვიტრაჟებშია, რომელიც იხსნება და გამოდის კიდევ დამატებით ორმოც კვადრატულ ტერასაზე. ფაქტიობრივად მისაღებსა და ტერასას შორის ერთიანი დიდი სივრცე იშლება, რაც წინ არაჩვეულებრივ ხედზე გადის.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი და დამკვეთის სურვილები მაქსიმალურად დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენი რჩევები გაითვალისწინა და ბოლომდე გამოგვყვა. ამ პროექტში კიდევ რაც ძალიან მომწონს ეზოსთან კავშირებია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სხვაობაა ზედა შემოსასვლელსა და ქვედა ეზოს შორის, ამათთან გადაბმა რამდენიმე მხრიდან ხდება, თვითონ ეზოსვე აქვს ორი კიბე, რომელიც დამოუკიდებლად, სახლში შესვლის გარეშე, უკავშირდება ზედა და ქვედა ეზოს. სახლში ასევე არის შიდა კიბე კომუნიკაცია, რომელიც ქვედა და ზედა სივრცეებს აკავშირებს.

ეს ყველაფერი საინჟინრო გადაწყვეტილებითაც და სამშენებლო ტექნოლოგიური ღირებულებითაც ძალიან კარგად არის გათვლილი, ისევ და ისევ რელიეფზე მორგების გამო. ეს იყო ჩვენი ამ პროექტის გამოწვევა, რომ რელიეფიც მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა და ასევე სამშენებლო ღირებულება არ გაგვეძნელებინა ფერდის მოჭრით და კედლის ჩასმით. დამკვეთს ხშირად ეს მოსწორებული ეზო უფრო მოსწონს, იმის მიუხედავად რომ რელიეფი ამის საშუალებას არ იძლევა. აქ ჩვენ პროექტი ისე დავსვით, ეზო წინაც და უკანაც მოსწორებული გამოვიდა, სახლმა თვითონ გადაანაწილა რელიეფის ნიშნულების სხვაობა. ძირითადი გამოწვევა ეს იყო და ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გამოგვივიდა.

-როგორი იყო დამკვეთის რეაქცია, როდესაც პროექტის დასრულებული სახე ნახა და ზოგადად რას ნიშნავს თქვენთვის კმაყოფილი დამკვეთი?

-ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ დამკვეთი ბედნიერი და კმაყოფილი იყოს, მათ სურვილებს ვითვალისწინებთ და პატივს ვცემთ. ერთად ვმუშაობთ იმ ვარიანტზე, რომელიც საუკეთესო იქნება. ამ პროექტზე მუშაობა ხუთ თვემდე გაგრძელდა. საბოლოო ჯამში, დამკვეთი, ჯერ არ აშენებული სახლით, მაგრამ ვიზუალური ვიდეო და ფოტო მასალებით, ძალიან კმაყოფილია. როცა დამკვეთისგან კარგ და გულწრფელ შეფასებებს ვისმენთ, ეს ჩვენ დიდ ბედნიერებას გვანიჭებს და მოტივაციას გვაძლევს შემდეგ პროექტებზე სამუშაოდ. სულ სხვა ეფექტი და სიამოვნებაა შენს ნაღვაწს, ნაშრომს და შექმნილს რომ ხედავ. ამიტომ ჩვენს დამკვეთებს მაქსიმალურად გვერდში ვუდგავართ, რომ ჩვენ მიერ შექმნილი პროექტი ბოლომდე, აშენებამდე მივიყვანოთ.

დავით, რამდენად ხელმისაწვდომია თქვენს კომპანიასთან თანამშრომლობა და რა უპირატესობით გამოირჩევით ქართულ ბაზარზე?

– ჩვენი ღირებულება დამოკიდებულია მოსახლეობის დღევანდელ შესაძლებლობებზე. გვსურს ჩვენი სერვისი მეტად ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ ვთავაზობთ საშუალო ბიუჯეტს, უმაღლეს დონეზე მომსახურებას, დამკვეთისთვის შინაურული გარემოს შექმნა. ეს გარემო მას თავს გუნდის წევრად აგრძნობინებს. დამკვეთის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია სახლის არქიტექტურასა თუ ინტერიერში, დაგეგმარების პროცესში, ნებისმიერი დეტალის მიმართულებით.

ვაკეთებთ პრეზენტაციას, დამკვეთს დეტალურად ვაცნობთ, რისგან შედგება ფასადი, სტილისტიკაში რა არის გამოყენებული, ყველაფრის საქმის კურსში ვაყენებთ. საბოლოო ჯამში, ჩვენი ურთიერთობა მეგობრულ სახეს იძენს პროექტის დასრულების შემდგომაც მუდმივათ ვართ კონტაქტზე. ჯერჯერობით უკმაყოფილო დამკვეთი არ გვყავს. ჩვენი თითოეული პროექტი არის ინდივიდუალური. ყველა ხელწერა არის ინდივიდუალიზმის მატარებელი. განსხვავებული, კრეატიული, საინტერესო, არა განმეორებადი და არა შაბლონური.

ავამუშავეთ ყოველდღიური სერვისი, რაც გულისხმობს, 18-დან 21 საათამდე, უფასო, ერთსაათიან კონსულტაციას არქიტექტორთან და ინტერიერის დიზაინერთან. ჩვენს პოტენციურ დამკვეთებს სრულყოფილ ინფორმაციას ვაწვდით, ვაცნობთ ჩვენს სერვისებს, პროექტებს პრეზენტაციის სახით, ვაძლევთ რჩევას, ვპასუხობთ საჭირო კითხვებზე და მათ ხედვასაც ვეცნობით. ეს კონსულტაციები ამ მიმართულებით, მათი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

რამდენად წარმატებულად გრძნობთ თავს იმ სფეროსა და საქმიანობაში, სადაც ხართ და რა არის საჭირო იმისთვის რომ წარმატებულები ვიყოთ?

ავითი: ამ ბოლო პერიოდში ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. არ არის მარტივი ამ ასტრონომიულად მცირე დროში სათანადო ადგილის დაკავება, დამკვეთის ნდობის მოპოვება, გულის მოგება, პროექტების რეალიზება და საინტერესო სერვისების შეთავაზება. მცირე კრიზისები ყველგან არსებობს, არც ჩვენ ვართ გამონაკლისები, მაგრამ სწორი მენეჯმენტის თვალსაზრისით, ნებისმიერი კრიზისის გადალახვაა შესაძლებელი, გუნდური პრინციპით საქმის წარმართვა და შემდგომში ნებისმიერი პროექტისთვის საინტერესო ფინალი. მე, როგორც დამფუძნებელი, დღემდე დიდი შრომის ფასად მოვედი. წარმატებისთვის პირველ რიგში აუცილებელია სწორი დაგეგმარება, დროის მენეჯმენტი, საქმისადმი სიყვარული და თანმიმდევრულობა. ეს ის ჩვევებია რაც მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. მიზანი უნდა იყოს რეალისტური და შესრულებადი. ჩანასახიდან ფინალამდე მისასვლელად ეტაპების გავლაა საჭირო, რასაც სჭირდება თანმიმდევრულობა, ცოტა მოთმინება, ნერვიულობაც. როცა მიზანი გაქვს იმ მიზნამდე მისასვლელად ძალიან ბევრი შრომაა საჭირო, ზოგჯერ ოცდაოთხსაათიანიც. მარტივად არაფერი მოდის, ყოველშემთხვევაში, მარტივად მე არაფერი მიმიღია.

გიორგი: ამ სფეროში თავს ყოველთვის ბედნიერად იმიტომ ვგრძნობ რომ ეს პროფესია რუტინული არ არის. არცერთი პროექტი ერთმანეთს არ ჰგავს. წინ ბევრი სამომავლო გეგმა მაქვს და ვთვლი რომ ზუსტად იქ ვარ სადაც უნდა ვიყო. წარმატების უპირველესი საფუძველი განათლებაა, შრომისმოყვარეობა, შემაფერხებელი ფაქტორები ყოველთვის იქნება, მაგრამ არაფერი არ დაგვეზაროს. აუცილებელი არის შრომისმოყვარეობის გამომუშავება და ყველაზე მთავარი, რაც ოცდამეერთე საუკუნის სინდრომი და სენია, ეს არის დროის სწორი მენეჯმენტი. განათლება, შრომისმოყვარეობა და დროის სწორი მენეჯმენტი, ეს ის სამი პუნქტია, რომელიც ერთად კრავს წარმატებულ და პროფესიონალ ადამიანს.

ავტორი: ნინო გონგაძე

გადადით მოცემულ ლინკზე და გაეცანით დეტალებს: https://shorturl.at/ikqu1

The post კომპანია „Art Line Group”-ის ასტრონომიულად მცირე დროში მოპოვებული წარმატება appeared first on ჟოლო.

სრულად წაკითხვა