მთელი ჩვენი ცხოვრება – კომუნიკაციაა. სწორი და ეფექტური კომუნიკაცია რომ შევძლოთ პირველ რიგში საკუთარ თავთან ურთიერთობა უნდა შეგვეძლოს. ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს საკუთარ თავთან უწყვეტი კომუნიკაცია და ის, რასაც ჩვენ ქვეცნობიერს ვეძახით, სწორედ ჩვენი ნაფიქრისა და ნათქვამის შესაბამისად რეაგირებს.
რა არის თვითმოტივაცია? – ეს არის საკუთარი თავის გამხნევება, შეძახილი, შეგულიანება, რომ ყველაფერი გამოგვივა, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ მოვინდომებთ და დავისახავთ სწორ მიზნებს.
საკუთარ თავთან სწორი კომუნიკაციით იწყება გარესამყაროსთან კომუნიკაციაც.
დიახ, პირველ რიგში ის იწყება ჩვენგან – ჩვენი შინაგანი დიალოგიდან, იმ აზრებიდან და ემოციებიდან, რომლებიც ჩვენშია. ამიტომ სანამ სხვებთან ეფექტურ კომუნიკაციას შევძლებთ, პირველ რიგში, საჭიროა, ვისწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა, გაგება და გამოხატვა. თუ ვერ ვაცნობიერებთ ჩვენს გრძნობებსა და შეხედულებებს, რთული იქნება მათი სწორად გადმოცემა გარე სამყაროსთვის.
ურთიერთობებს ხშირად ექოს ვადარებ ხოლმე, რასაც ჩასაძახებ, იმას ამოგძახებს-თქო, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს.
ოქროს წესი, როგორც ასეთი, ურთიერთობებში არ არსებობს, თუმცა, ის ძირითადი, რაც მე კარგი ურთიერთობების დამყარებაში მეხმარება, არის:
- კეთილგანწყობა,
- მოსმენის უნარი,
- სხვისი აზრის პატივისცემა,
- ემპათიის გრძნობა,
- თანადგომა,
- მიმღებლობა.
მთავარია გავიაზროთ, რომ ეფექტური კომუნიკაცია არის ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რომლის განვითარებაზეც უნდა ვიფიქროთ, ვიმუშაოთ ამ კუთხით საკუთარ თავზე, ეს უნარი სასარგებლოა არა ჩვეენი ცხოვრების ყველა სფეროში. მნიშვნელოვანია გვესმოდეს რომ კომუნიკაცია არის წარმატების მნიშვნელოვანი გასაღები.
გისურვებთ წარმატებულ, შედეგიან და ნაყოფიერ ურთიერთობებს!