სერია ა-ს მე-18 ტურში "ნაპოლი" "ვენეციას" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
ამ შეხვედრაში მონაწილეობა ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო, რომელმაც მოედანზე 75 წუთი გაატარა.
აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ "პარტენოპეის" თავკაცმა, ანტონიო კონტემ მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ხვიჩასა და ნერეშზე ვიტყვი, რომ მათგან უფრო მეტს ველი, ვიდრე წინა თამაშებში.
"ფეხბურთელებისგან იმას უნდა ელოდო, რასაც საკუთარი თავისგან ელი. ეს მოთამაშეები კი მოედანზე უკეთესის სურვილით უნდა გამოვიდნენ", - თქვა კონტემ.