ჩემპიონშიპის 25-ე ტურში "უოტფორდი" "ქუინს პარკ რეინჯერსს" დაუპირისპირდა და 3:1 დამარცხდა.
მიუხედავად წაგებისა, გიორგი ჩაკვეტაძემ არაჩვეულებრივად ითამაშა და Sofascore-ს მიხედვით, უმაღლესი შესაფასება (8.2) მიიღო.
გარდა ამისა, ქართველმა მოთამაშემ საგოლე პასიც მიითვალა და თავის გუნდს ერთადერი გოლის გატანაში დაეხმარა.
აქვე გეტყვით, რომ "უოტფორდი" ინგლისის მეორე დივიზიონის ცხრილში 37 ქულით მე-8 პოზიციას იკავებს.