გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ინგლისის ჩემპიონშიფში 2025 წელს პირველი შეხვედრა სტუმრად "ქუინს პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ გამართა და 1:3 დამარცხდა.
ჩაკვეტაძე სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა და 55-ე წუთზე საგოლე გადაცემაც მიითვალა. ქართველმა შემტევმა 82-ე წუთზე ასევე ყვითელი ბარათით გააფრთხილეს.
ანალიტიკურმა ვებსაიტმა Sofascore-მა მატჩის საუკეთესოდ ჩაკვეტაძე დაასახელა და ასპარეზობა 8,2 ქულით შეაფასა.
ინგლისის ჩემპიონშიფში ჩატარებული 24 ტურის შემდეგ "უოტფორდს" 37 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ორი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემაა.