კრემლი ადასტურებს, რიმ გაიზარდა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კონტაქტების რაოდენობა უკრაინაში ომის დარეგულირების შესახებ. ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, რუსეთთან ამ თემაზე "ძალიან კონსტრუქციული" მოლაპარაკებების შესახებ.
"ცალკეულ დეპარტამენტებს შორის მართლაც არის კონტაქტები და ისინი ბოლო პერიოდში გააქტიურდა. მაგრამ სხვა დეტალებს ვერ გეტყვით, სხვა არაფერია სათქმელი", - ციტირებენ პესკოვს რუსული საინფორმაციო სააგენტოებისა.
გასულ კვირაში პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი თანახმაა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გამორიცხა ზელენსკისთან პირდაპირი საუბრის შესაძლებლობა.
მიუხედავად უკრაინის ლიდერის არალეგიტიმურობის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის არაერთი განცხადებისა პესკოვმა ცალკე აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად არის გაიმართოს მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ თანახმა იქნებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე, რათა დასრულდეს თითქმის სამწლიანი ომი.
მან კომენტარი გააკეთა მოლაპარაკების დაწყების მოლოდინის ფონზე დონალდ ტრამპთან, რომელსაც პირობა აქვს დადებული, რომ სწრაფად დაასრულებს ომს უკრაინაში და რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის მესამე წლისთავის წინ.
უფრო დრე საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობს, რომ რუსეთი საუდის არაბეთს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს განიხილავს შესაძლო ადგილებად აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სამიტისთვის.