კრემლმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთში ჯერ კიდევ მოქმედ ამერიკულ კომპანიებს უკეთეს პირობებს უქმნიან, ვიდრე მათ ევროპელ კონკურენტებს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის გამო.
Reuters-მა მანამდე გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ რუსეთმა გაამკაცრა ზეწოლა ევროპულ კომპანიებზე - უკრაინისადმი ევროპის მხარდაჭერის საპასუხოდ, ხოლო ამერიკულ ფირმებს დიდწილად არ შეხებია, რადგან მოსკოვი ვაშინგტონთან ბიზნეს-ურთიერთობების დამყარებას ცდილობს.
„ამერიკის ადმინისტრაცია ბევრს აკეთებს მშვიდობიანი მოგვარების (უკრაინაში) ხელშესაწყობად; ევროპის დედაქალაქები კი არაფერს შვებიან დასახმარებლად, სანაცვლოდ კი ბევრს აკეთებენ სამხედრო მოქმედებების გასახანგრძლივებლად,“ — განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა Reuters-ის ცნობის კომენტირებისას.
radiotavisupleba ახალი ამბები