კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ხვდება

1 week ago 11

აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა საქმიან ვითარებაში მიმდინარეობს. საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა განაცხადა.

"ჩვეულებრივი, საქმიანი. ეს არის სამუშაო შეხვედრა. საკმაოდ დიდ ხანს გრძელდებოდა, ფაქტობრივად, ისევე, როგორც წინა შეხვედრები", - უპასუხა კრემლის წარმომადგენელმა მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების კომენტირებისას. დახურულ კარს მიღმა საუბარი 2 საათზე მეტ ხანს გრძელდება.

პესკოვმა დასძინა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინმა შესაძლოა დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართოს.

მოლაპარაკებები სტივ უიტკოფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პეტერბურგში, პრეზიდენტის ბიბლიოთეკის შენობაში მიმდინარეობს.

სტივ უიტკოფის თვითმფრინავი დღეს დილით დაეშვა სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის" ცნობით, დღევანდელ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ 11 აპრილს პუტინი სანქტ-პეტერბურგში „მუშაობს“.

ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში გაემგზავრა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდება, პირველმა გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა.

სრულად წაკითხვა