კრიზისში და პოლიტიკურ კლიმაქსში ეგენი არიან, ვეღარც მაკრონი შველით და ვეღარც კონა-კონად ჩამოსული, დაუპატიჟებელი ბალტიისპირული დესანტი! – მაია ნიკოლეიშვილი

1 week ago 3

სამედიცინო ექსპერტი მაია ნოკოლეიშვილი:

“შეგილოცავ თვალისასა. . . ” -მეტი აღარ ვიცი, მაგრამ ქართულ ხალხურ ზეპირსიტყვაობაში მრავლადაა შელოცვები.

შელოცვა-გამოლოცვა მართლმადიდებლობის გარე რიტუალებია, მაგრამ საქართველოში შემლოცველები კეთილის მქმნელთა კატეგორიას მიეკუთვნებოდნენ.

აი, წყევლა ყოველთვის მდაბიური გამოვლინება იყო. მაწყევარ ადამიანს ერიდებიან და “ცუდი ენის”, “ავი ენის”, “ყია მყრალ” ადამიანად მოიხსენიებენ.

“შავი საქმის და ჯადოს” მკეთებელი კი ყოველთვის ნეგატიური კონოტაციის მატარებელი იყო.

ის, რა სატანისტური რიტუალებიც ტარდება ამ დღეებში თბილისში, ჯგუფური რიტუალები, უკრაინაში მიმდინარე “სოფლური მაგიის” (“Деревенская магия”) რიტუალების კალკია.

“სოფლურ მაგიაშიც” რომ უნიჭოები აღმოჩნდნენ, ვაი-ვუი-ლიბერალები! ფაშიზმის ანატომია ტრენერებისგან შეისწავლეს, სოფლური მაგიის რიტუალებზე ალბათ ცალკე სემესტრი ჰქონდათ სწავლება და გამოცდებში ჩაიჭრნენ! შეიძლება, “კუდიანმა ფრანცუჟენკამაც” კი ასწავლა, რაღაც გაუგებარი ჩაბლუყუნებები კი იცის ხოლმე მიტინგებზე!

და ამის ფონზე კრიზისიაო, ვაი-უი-ოპოზიცია მოთქვამს, განმუხტეთო!

ბიჯო, ჩვენ, უმრავლესობას არ გვაქვს კრიზისი!

კრიზისში და პოლიტიკურ კლიმაქსში ეგენი არიან, ვეღარც მაკრონი შველით და ვეღარც კონა-კონად ჩამოსული, დაუპატიჟებელი ბალტიისპირული დესანტი!

მაგათ კრიზისს, პოლიტიკურ ფსიქოზს და პოლიტიკურ კლიმაქსს ფსიქოლოგები ან დესტრუქციული სექტის ექსპერტები თუ უშველიან!

ვახ!!! ესეც რომ ჩვენი გადასახდელია?!!!“

სრულად წაკითხვა