2026 წლის 15 სექტემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს კულტურის მინისტრად დანიშნა „ქართული ოცნების“ დეპუტატი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი მაია ბითაძე.
ის შეცვლის თინათინ (თიკა) რუხაძეს, რომელიც მინისტრის პოსტს 2024 წლის 14 ოქტომბრიდან 2026 წლის 28 ივლისამდე იკავებდა.
- მაია ბითაძე X-XI მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა. ორივე შემთხვევაში იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე.
- ხოლო პარლამენტში მოხვედრამდე, 2017-20 წლებში თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილე იყო.
- კიდევ უფრო ადრე, 2014-17 წლებში იყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე.
თიკა რუხაძის გადადგომა და შეკითხვები
28 ივლისს თინათინ რუხაძე მინისტრის პოსტიდან გადადგა.
ინფორმაცია ამის შესახებ კულტურის სამინისტროს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა.
მან დაწერა, რომ გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო: „ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დამჭირდება მკურნალობის საგანგებო კურსის გავლა, რის გამოც ვერ შევძლებ მინისტრის მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას“.
radiotavisupleba ახალი ამბები